ოსიმენმა დე ლაურენტისს "ნაპოლის" მწვრთნელად გალტიეს დანიშვნა არ ურჩია

AutoSharing Option
"ნაპოლის" თავდამსხმელმა ვიქტორ ოსიმენმა კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს ურჩია, არ დანიშნოს მწვრთნელად კრისტოფ გალტიე, - ამის შესახებ ინფორმაციას Footmercato ავრცელებს.

ოსიმენი გალტიეს ხელმძღვანელობით "ლილში" თამაშობდა და გამოცემის ცნობით, დე ლაურენტისმა ნიგერიელს ჰკითხა, რამდენად მართებული იქნება გუნდის გალტიესთვის ჩაბარება. ფეხბურთელმა უპასუხა, რომ არ სჯერა გალტიეს შესაძლებლობებისა და სხვა სპეციალისტის მოძებნა უჯობს.

ოსიმენი "ლილის" ლიდერი იყო და "ნაპოლიმ" 2020 წელს 75 მილიონ ევროდ (პლუს, ბონუსები) შეიძინა.

გალტიეს პსჟ-სთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, ჯერ ოფიციალურად სამუშაოდან არ დაუთხოვიათ, თუმცა, "პარიზიენის"
მტკიცებით, უკვე გადაყენებულია და კომპენსაციის სახით 6 მილიონს მიიღებს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
პსჟ-ს უძირო ჯიბით ვერაფერს მიაღწია და ნაპოლიში რისი იმედი უნდა ჰქონდეთ?!
სოსო
15:36 13-06-2023
3
უჯობს ისევ სპალეტის მოეფეროს
თამუნა
21:24 13-06-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული