"ნაპოლიში" მუშაობის სურვილი ორმა სპეციალისტმა გამოთქვა - ჯერი დე ლაურენტისზეა

AutoSharing Option
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, "ნაპოლიში" მუშაობის სურვილი კრისტოფ გალტიემ და რუდი გარსიამ გამოთქვეს, ჯერჯერობით უცნობია, რომელ მათგანთან გეგმავს თანამშრომლობას აურელიო დე ლაურენტისი.

გარსია ბოლოს კრიშტიანო რონალდოს "ალ ნასრს" წვრთნიდა, თუმცა არადამაკმაყოფილებელი შედეგებისა და პორტუგალიელ სუპერვარსკვლავთან კონფლიქტის გამო 2-თვის წინ დაითხოვეს.

"პარი სენ ჟერმენი" გალტიეს ჯერჯერობით ოფიციალურად არ დამშვიდობებია, თუმცა ფრანგული გამოცემების ცნობით, ეს მხოლოდ დროის საკითხია.

შეგახსენებთ, იტალიური გამოცემების ინფორმაციით, აურელიო დე ლაურენტისი რაფა ბენიტესის დაბრუნებასაც განიხილავს.

alt"კვარაცხელიათი "რეალია" დაინტერესებული -

დე ლაურენტისი გამაოგნებელ თანხას ითხოვს" - Mundo Deportivo

alt"თუ დე ლაურენტისი ამას გააკეთებს, ყველა პრობლემა მოგვარდება" - ფედელეს რჩევა "ნაპოლის"

მკითხველის კომენტარები / 4 /
ტიპი გუნდს უყურებს მხოლოდ როგორც ბიზნესს.
ამისთვის სულერთია, ფეხბურთიდან ექნება შემოსავალი, თუ ტუალეტების გაქირავებით. მთავარია, ფული იყოს. ,,ფულს სუნი არ უდის".
არადა, როცა გიყვარს ის სფერო, საიდანაც შემოსავალი გაქვს, უფრო წარმატებული ხარ.
გოგია
19:37 12-06-2023
1
ო, რა წუწურაქია დე ლაურენტისი. ბებიამისს დანიშნავდა ნაპოლის მწვრთნელად ხარჯების ეკონომიის მიზნით, ცოცხალი რომ ყოფილიყო..
ქუთაისელი
22:00 11-06-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული