დე ლაურენტისმა ოსიმენში ისეთი თანხა მოითხოვა, რომ პსჟ-მა ტრანსფერზე უარი თქვა

AutoSharing Option
"ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა სამი დღის წინ განაცხადა, რომ თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი გუნდში უნდა დარჩეს და მხოლოდ ისეთ წინადადებას განიხილავენ, რომელზეც უარის თქმა შეუძლებელი იქნება. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დე ლაურენტისი ნიგერიელში 150 მილიონ ევროს ითხოვდა, ახლა კი "პარიზიენი" იტყობინება, რომ  30 მილიონით გააძვირა.

გამოცემის ცნობით, ოსიმენის სამსახურით პსჟ-ია დაინტერესებული, მაგრამ მოთხოვნილმა თანხამ, 180-მა მილიონმა პარიზული კლუბი აიძულა, მის შეძენაზე უარი ეთქვა და ეს მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელთან შედარებით სატრანსფერო ბიუჯეტი გაეზარდა.

გასულ სეზონში ოსიმენმა "ნაპოლიში" ყველა ტურნირზე
39 მატჩში 31 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა, კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, Transfermark-ის მიხედვით კი, მისი ფასი 120 მილიონია.

მკითხველის კომენტარები / 2 /
იტალიური გუნდები ფინანსებით ინგლისურ თუ ესპანურ ტიტანებთან ორღობის სალაროებია. აგერ მილანმა ლამის გუნდის ახალი პირლოდ შერაცხული, სული და გული სანდრო ტონალი ყოველგვარი სენტიმენტების გარეშე მიაყიდეა, ანუ შეთავაზეს იმდენი რაზეც როსონერის წუწკი ხელმძღვანელობა უარს ვერ იტყოდა იგივეა წუწურაქობით განთქმული აურელიო დელაურენტისი ეს ოფერი ეცოტავა? გაუზრდის პსჟ ან მანჩესტერი წინადადებას 130 მილიონმდე და ისე კარგად მიაყიდის ოსიმენს როგორ დაგიბარებია 180 მილიონი არა 380 კიდე. ესე იციან ლუზერმა იტალიურმა საფეხბურთო ფუნქციონერებმა რომ ვერ იზიდავენ არაბ შეიხებს თუ ამერიკელ მილიარდერებს, ფულს კი ესენი ხარჯავენ რომლებსაც პრემიერლიგა მთლიანად ნაყიდი აქვთ. რაზეა ლაპარაკი შემოსავლებით ბარნლი, საუთჰემპტონი, ფულემი თუ ამ კალიბრის სრედნიაკებს იტალიური ფეხბურთის გრანდებზე მეტი შემოსავალი აქვს და ინტერ, იუვე, მილანზე მინიმუმ ორჯერ მეტს ხარჯავენ ლაპარაკი არარის პრემიერლიგის იმ ბობოლა ექვსეულზე. ამიტომ წააგეს სამივე ფინალი ამ ევროტურნირზე აპენინელებმა.
Fyore
14:07 22-06-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული