"კვარაცხელიას გაზრდილი როლი და "ნაპოლის" ახალი მიზანი" - დე ლაურენტისმა რუდი გარსია წარადგინა

AutoSharing Option
დღეს "ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა გუნდის ახალი მწვრთნელი რუდი გარსია წარადგინა. როგორც იტყობინებიან, ღონისძიებამ კარგად ჩაიარა და ფრანგი სპეციალისტი მიღებით კმაყოფილი დარჩა.

დე ლაურენტისი ჩინებულ ხასიათზე გახლდათ და თქვა, რომ ამერიკაში არ წავა, პირადად უხელმძღვანელებს სატრანსფერო პოლიტიკას, ოსიმენთან კონტრაქტის გაგრძელებას და კიმ მინ ჯეს შემცვლელის შეძენას:

"სკუდეტო წინ გადადგმული მხოლოდ პირველი ნაბიჯია. იმედი მაქვს, ეს დასაწყისია იმ დიდი გზისა, რომელიც გასავლელი გვაქვს და რომელსაც გულშემატკივრები იმსახურებენ. წარმატება უნდა გავიმეოროთ, ისევ უნდა გავხდეთ ჩემპიონები და ამას გარდა, ჩემპიონთა ლიგის ფინალში
გასვლა მინდა".

რუდი გარსიამ ყველას მადლობა გადაუხადა თბილი მიღებისთვის და განაცხადა, რომ ნეაპოლი ფეხბურთით ცხოვრობს და ქომაგების გასახარებლად თავს არ დაზოგავს.

"გაძეტა დელო სპორტი" წერს, რომ რუდი გარსიას ხელმძღვანელობით "ნაპოლი" 4-3-3 ტაქტიკით ითამაშებს და გუნდის ახალ თავკაცს თავისი იდეები გააჩნია. კერძოდ, საკვანძო ფეხბურთელები ხვიჩა კვარაცხელია, ჯოვანი დი ლორენცო და ვიქტორ ოსიმენი იქნებიან, აგრეთვე - ზამბო ანგისა.

კვარაცხელიას როლი გაიზრდება, უფრო ტექნიკური ფუნქციებით დაიტვირთება და რუდი გარსიასთვის ისეთი საკვანძო ფეხბურთელი იქნება, როგორიც მის "რომაში" ჟერვინიო იყო. დი ლორენცოს დაცვაში უფრო მკაცრად თამაში დაევალება, ხოლო ოსიმენს - მოედნის სიღრმიდან შეტევა. რუდის ძალიან უნდა, ნიგერიელი გუნდში დარჩეს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
4-3-3 კვარასთვის იდეალურია , რომაში როგორც ჟერვინიო და ლიონში როგორც მემფის დეპაი
ლშა_იუვენტინო
16:55 21-06-2023
0
დე ლაურენტისს აფერისტები ევასება მგონი და მაგიტომ დანიშნა
meme
22:09 20-06-2023
7

სიახლეები პოპულარული