GAZZETTA: კიმის მომავალი კლუბი ცნობილია - 58 მლნ ევრო და 5-წლიანი კონტრაქტი...

AutoSharing Option
ავტორიტეტული Gazzetta-ს თანახმად, "ნაპოლის" სამხრეთკორეელი მცველის, კიმ მინ ჯეს მომავალი გაირკვა. სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის შემდეგ 26 წლის ცენტრალური მცველი მიუნხენის "ბაიერნში" ითამაშებს.

Sportall.Ge

კიმის სატრანსფერო თანხა 58 მილიონი ევრო იქნება, ხელშეკრულება კი - 5-წლიანი. ფეხბურთელი წელიწადში 7 მილიონ ევროზე მეტს მიიღებს.

მოგეხსენებათ, მინ ჯეს გამოსასყიდი თანხა 50 მილიონია. თავდაპირველად აქტიურად წერდნენ, რომ ამის გადახდას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებდა, შემდეგ მოთამაშე "ნიუკასლს" დაუკავშირეს, საბოლოოდ კი მიუნხენელებმა უფრო იაქტიურეს.

კიმი სამშობლოს შემდეგ ჩინეთში თამაშობდა, საიდანაც "ფენერბახჩეში" აღმოჩნდა, "ნეაპოლურ კლუბში კი, ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად,
პირველივე სეზონი ძალიან წარმატებული ჰქონდა.

altბოლო ჭორ-მართალი "ნაპოლიზე" - სავარაუდო მწვრთნელი, "ნიუკასლის" ბრძოლა კიმისთვის, ტრანსფერი მე-2 ბუნდესლიგაში...

altკიმი "ბაიერნში"? სამხრეთკორეელისთვის ბრძოლაში "რეკორდმაისტერიც" ჩაერთო

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული