ბოლო ჭორ-მართალი "ნაპოლიზე" - სავარაუდო მწვრთნელი, "ნიუკასლის" ბრძოლა კიმისთვის, ტრანსფერი მე-2 ბუნდესლიგაში...

AutoSharing Option
საკლუბო სეზონი დასრულდა და სანაკრებო ბატალიებზე გადავერთეთ, თუმცა "ნაპოლის" ამბები მუდამ გვაინტერესებს, რადგან ხვიჩა კვარაცხელიას გუნდში ზაფხულში ბევრ ცვლილებას ელიან. შეჩვეულები ვართ, რომ არაერთი ჭორ-მართალი ვრცელდება, თუმცა ინფორმაციებს მაინც გაწვდით. საბოლოოდ რომელი გაამართლებს, რთული სათქმელია.

ლუჩანო სპალეტის შემცვლელზე რომ ვისაუბროთ, უკვე ძალიან ბევრი კანდიდატი დასახელდა. ბოლოს ყველაზე მეტს პაულო სოუზაზე წერენ. 52 წლის პორტუგალიელი სპეციალისტი "სალერნიტანას" მშვენივრად მოერგო და გავარდნისთვის განწირული გუნდი ანგარიშგასაწევი გახადა. იტალიურ მედიაში იწერება, რომ მწვრთნელი დე ლაურენტისს უკვე ესაუბრა. თავის მხრივ, სოუზას აგენტის კომენტარი გავრცელდა, რომელმაც
განაცხადა, რომ თუკი პაულო წასვლას გადაწყვეტს, ამის შესახებ პირველ რიგში სალერნოელთა ხელმძღვანელობას დაელაპარაკება, სხვადასხვა გუნდის დაინტერესება კი დაადასტურა.

ყველა შესაძლო მწვრთნელზე დეტალური საუბარი შორს წაგვიყვანს. მოკლედ გეტყვით, რომ ის მანამდე ბრაზილიურ "ფლამენგოში", პოლონეთის ნაკრებში, "ბორდოში", "ფიორენტინაში", "ბაზელში", "ლესტერსა" და სხვა კლუბებში მოღვაწეობდა, პორტუგალიის ეროვნულ გუნდში კი მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გახლდათ. "სალერნიტანა" 3-4-2-1 ტაქტიკით ასპარეზობდა, გრანდებთან მათი მთავარი მიზანი არწაგება იყო, რასაც მშვნივრად ახერხებდა - ფრე "მილანთან", "ინტერთან", "რომასთან" და "ნაპოლისთან", რომელმა მატჩმაც წინასწარ დაწყებული საჩემპიონო ზეიმი ჩაშალა.

Sportall.Ge

რაც შეეხება სატრანსფერო ამბებს. კიმ მინ ჯე და "მანჩესტერ იუნაიტედი" ბოლომდე გადაწყვეტილი არაა, რასაც ხელს "ნიუკასლი" უშლის. ისინი მზად არიან, სამხრეთკორეელში უფრო მეტი გადაიხადონ. ვიქტორ ოსიმენი ახლა სანაკრებო მატჩებზეა და მის შესაძლო წასვლაზე საუბრები შემცირდა. წამსვლელების სიას შეუერთდა ირვინ ლოსანო, რომლის გადაბირება "ასტონ ვილას" სურს. უნაი ემერი მიიჩნევს, რომ მექსიკელი გუნდს სერიოზულად გააძლიერებს. ირვინის სატრანსფერო ფასი 28 მილიონი ევროა და კლუბის ინტერესებშიცაა, ახლა გაასხვისოს, ვიდრე ხელშეკრულების ამოწურვასთან ახლოს.

გერმანიაში, ოღონდ მეორე ბუნდესლიგაში, დიეგო დემეს დაბრუნებას ვარაუდობენ. "ჰერტას" საყრდენის გადაბირება სურს, რომელსაც სტანისლავ ლობოტკას შესანიშნავი სეზონის პირობებში დრო საერთოდ არ ეძლეოდა. რანგით მეორე ლიგაში გადასვლა უცნაურად შეიძლება ჩანდეს, თუმცა დიეგოს ჯერ სხვა მსურველები არ ჰყავს. 28 წლის ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი 4 მილიონი ევროა.

დაველოდოთ ზაფხულის მიმდინარეობას, არაერთი წამსვლელ-მომსვლელი უნდა ვნახოთ!..

altოსიმენმა დე ლაურენტისს "ნაპოლის" მწვრთნელად გალტიეს დანიშვნა არ ურჩია

altუდიდესი აღიარება - კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელია!..

მკითხველის კომენტარები / 3 /
ხვიჩა ნაპოლიში რომ გადავიდა, მაშინვე გააკეთა ვიღაცამ ის ფოტოშოპი, ვითომ ხვიჩა სკუდეტოს რომ წევდა. დაათრევდნენ მთელი წელი, ბევრი იცინოდა მაგ ფოტოზე მაგრამ ისე აგიხდათ ყველაფერი, როგორც ეს ფოტო გამართლდა.
ახლა ოქროს ბურთიანი ფოტოშოპი გააკეთა კიდე ვიღაცამ და იმას დაათრევენ.
ვინ იცის, ვინ იცის :))
❤️
4
ახალი ინფორმაციით პაოლო სოუზას მოყვანა ნაპოლიში ჩაიშალა, ამ მომენტისთვის იტალიურ საიტებს თუ დავუჯერებთ ფრანგი გალტიეა პოულზე, არადა მაგრად არ მევასება ეგ ტიპი და არ მინდა მაგის მოყვანა ნაპოლიში.
გია პაპა
11:22 13-06-2023
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული