იტალიის ნაკრების 23 წლის ნახევარმცველი დავიდე ფრატეზი "სასუოლოდან" "ინტერში" გადავიდა.
"ინტერმა" ფრატეზი იჯარის წესით აიყვანა და მომავალი წლის ზაფხულში ვალდებული იქნება, კონტრაქტი გამოისყიდოს.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ინტერს" ტრანსფერი 26-27 მილიონი ევრო დაუჯდება.
გასულ სეზონში ფრატეზიმ სერია A-ს 36 მატჩში 6 გოლი გაიტანა.