"ნაპოლის" თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი ტრავმირებული არაა, მაგრამ ამხანაგურ მატჩებში არ მონაწილეობს. ის ხელშეკრულების განახლების საკითხის დასრულებას ელოდება.
Sky Sport Italia-ს ცნობით, "ნაპოლის" პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს უნდა, საუდის არაბეთის კლუბებს ოსიმენის შესაძლო ტრანსფერი გაურთულოს და მათთვის კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა ორჯერ მეტი გახადოს, ვიდრე ევროპული კლუბებისთვის.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ალ ჰილალი" ნიგერიელის 140 მილიონ ევროდ შეძენას ცდილობს და ფეხბურთელს ყოველკვირეულ გასამრჯელოდ 1.17 მილიონს სთავაზობს.