"ნაპოლიმ" კიმ მინ ჯეს შემცვლელი ბრაზილიიდან ჩაიყვანა

AutoSharing Option
"ბაიერნში" გადასულ ცენტრალურ მცველ კიმ მინ ჯეს ბრაზილიელი ნატანი (ნატან ბერნარდო დე სოუზა) შეცვლის.

ნატანი 22 წლისაა (სიმაღლე 188 სმ), "ფლამენგოს" აღზრდილია, 2021 წლიდან იჯარით "რედ ბულ ბრაგანტინოში" თამაშობდა, გუშინ რომის კლინიკა "ვილა სტიუარტში" სამედიცინო შემოწმება გაიარა, კასტელ დი სანგროში ჩავიდა და პირდაპირ "ნაპოლისა" და "აუგსბურგის" ამხანაგურ მატჩზე მივიდა. ის კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისთან ერთად იჯდა სათადარიგოთა სკამზე.

როგორც იტყობინებიან, ნეაპოლური კლუბი ნატანს 10 მილიონ ევროდ შეიძენს. ადგილობრივი გამოცემები აღნიშნავენ, რომ ბრაზილიელს იტალიურ ფეხბურთში ადაპტაციისთვის გარკვეული პერიოდი დასჭირდება.

მკითხველის კომენტარები / 7 /
რა ბრაზილიაა ?? ერთი ჟეზუსია მაგარი მცველი და მეორე ეგ იქნება რა @ წაიყვანონ საზონოვი და 1 წელში კიმსაც აჯობებს !
zura222
03:17 07-08-2023
0
საზონოვი გეყიდათ ეგ გერჩივნათ,ათი თავით სჯობია.
დათო
07:55 07-08-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული