რობერტო მანჩინიმ იტალიის ნაკრები დატოვა

AutoSharing Option
იტალიის ფეხბურთის ფედერაცია იტყობინება, რომ გუშინ გვიან ღამით ნაკრების მწვრთნელის, რობერტო მანჩინის თხოვნა გადადგომის თაობაზე დააკმაყოფილა.

მანჩინიმ იტალიის ნაკრები 2018 წელს ჩაიბარა და ეროვნული გუნდი მისი ხელმძღვანელობით 2020 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა. ის ადრე "მანჩესტერ სიტის", "გალათასარაის" და "ზენიტის" თავკაცი იყო.

"სკუადრა აძურაში" მანჩინის შემცვლელის ვინაობა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

მკითხველის კომენტარები / 2 /
დადგა სპალეტის დრო...დიდი ალბათობით ჩააბარებენ აძურის ლუჩანოს
ბუჯანგა
14 აგვისტო 2023 00:11
0
დიდი ხნის წინ უნდა წასულიყო, იდეალური მომენტი იყო ევროპის ჩემპიონატის მოგების შემდეგვე, ხოლო მინიმუმ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გასვლის შემდეგ.
ირაკლი
13 აგვისტო 2023 19:26
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული