დღეს "ნაპოლი" სერია A-ს ბოლო ტურში "სამპდორიას" უმასპინძლებს და გუნდს მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი დაემშვიდობება.
"კორიერე დელო სპორტი" იტყობინება, რომ არაა გამორიცხული, ნეაპოლურ გუნდს სათავეში იტალიის ნაკრების თავკაცი რობერტო მანჩინი ჩაუდგეს.
გამოცემის მტკიცებით, "ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მანჩინის ესაუბრა და გუნდის გეგმები და ამოცანები გააცნო.
იტალიის ნაკრებს ივნისში ესპანეთთან ერთა ლიგის პლეი-ოფის მატჩები აქვს ჩასატარებელი და შეიძლება მანჩინიმ "ნაპოლი" ამ შეხვედრების შემდეგ ჩაიბაროს.