"ასეთ ბინძურ ჭორებს არ ვიმსახურებ" - მანჩინიმ საუდის არაბეთი უარყო

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ Corriere dello Sport-თან საუბარში უარყო ინფორმაცია, რომ მისი "სკუადრა აძურადან" წასვლა საუდის არაბეთში გადასვლას უკავშირდება.

როგორც გამოცდილმა სპეციალისტმა აღნიშნა, ასეთ ბინძურ ჭორებს არ იმსახურებს და საუდის არაბეთის კლუბებთან საერთო არაფერი აკავშირებს.

მოგეხსენებათ, მანჩინიმ იტალიის ნაკრები 5-წლიანი მუშაობის შემდეგ დატოვა. ვაკანტურ პოსტს, დიდი ალბათობით, ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილი დამრიგებელი ლუჩანო სპალეტი დაიკავებს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
იტალიელები ისჯებიან,რადგან ისეთ დამსახურებულ მწვრთნელებს,როგორც კაპელო და ანჩელოტი არიან არ მიეცათ ნაკრების გაწვრთნის საშუალება...,არადა ვინმე ვენტურა,პრანდელი,დონადონი და ასეთებმა გაწვთნეს ნაკრები.იგივე შეიძლება ითქვას გერმანელებზე,ჰიტცფელდი,რეჰაგელი და ჰაინკესი ყავდათ და ნაკრებს ფიოლერი და რიბეკი წვრთნიდნენ,ლიოვი კი იქამდე დატოვეს სანამ კრიზისში არ ჩააგდო ნაკრები მოცემულ სიტუაციაში კი სპალეტის აშკარად კონტე სჯობს,მას მეტი ქარიზმა აქვს და იტალიის ნაკრების თამაშის სტილს ზუსტად მიესადაგება მისი სტილი.სპალეტი ნაპოლის სტილში ვერ ათამაშებს იტალიას,რადგან არ ყავს დღევანდელ იტალიას ამ დონის ფეხბურთელები...
Master
15:17 15-08-2023
4
შედეგები სამუდამოდ რჩება ისტორიას და მას ვეღარავინ შეცვლის ვერასოდეს, მაგრამ ვფიქრობ, რომ სპალეტის ყარაულის თოფივით გაუვარდა ნაპოლის ჩემპიონობა ლიდერების წაფორხილების ფო ზე, ისევე როგორც რანიერის ლესტერის ჩემპიონობა, მგონი არცერთს არ აქვს მეტი მედალი, ასე რომ ვთვლი სპალეტის დანიშვნა სისულელე იქნება იტალიის ნაკრებში, აი ანტონიო კონტე კი მაღალი დონის სპეციალისტია და, თანაც ნამუშევარი აქვს იტალიის ნაკრებში.
Juve
02:42 16-08-2023
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული