ვინ მოიგებს იტალიაში? - "ნაპოლის" ამბიცია ხვიჩას ფაქტორით, "იუვეს" წყურვილი და გაძლიერებული მილანური გუნდები

AutoSharing Option
იყო დრო, იტალიის ჩემპიონატში ყველაზე მეტი ვარსკვლავი თამაშობდა და ევროპის ტოპ-ჩემპიონატებს შორის ყველაზე დიდ ინტერესსაც იწვევდა. ქართველი გულშემატკივრებისთვის სერია "ა" მთავარი გასულ სეზონში ისევ გახდა. თუკი, კახი კალაძის ფაქტორის დამსახურებითაც,  ჩვენთან "მილანის" გულშემატკივარი ყველაზე მეტია, ახლა "ტიფოზები" ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლიმაც" შეიძინა.

ორი წლის წინ ნანატრი ჩემპიონობა "მილანმა" დაიბრუნა, გასულ სეზონში კი, 33-წლიანი პაუზის შემდეგ, ნეაპოლელებმა იზეიმეს. ამაში ქართველი 77-ე ნომრის დამსახურება დიდი იყო - სერია "ა"-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის. მისი იმედი ახლაც დიდია.

იტალიის პირველობა 19 აგვისტოს იწყება. არავინ იცის,
იქნებ ახლა "ლაციოს" ან "რომას" ტრიუმფი გველის, მაგრამ აქ მაინც სამი მთავარი ფავორიტია - ტიტულს მოწყურებული "იუვენტუსი", "მილანი" და მისი თანაქალაქელი "ინტერი". სასწაული რომ მოხდეს და "ნაპოლიმ" ისევ იზეიმოს?!

წარმოგიდგენთ ფავორიტების ახლანდელ მდგომარეობას...

Sportall.Ge

"ნაპოლი"

ჩემპიონი ლუჩანო სპალეტი რუდი გარსიამ ჩაანაცვლა. ვიქტორ ოსიმენის გუნდიდან წასვლა გადაწყვეტილს ჰგავდა, რაც სერიოზულ დასუსტებას ნიშნავდა. ნიგერიელი ბომბარდირი პრეზიდენტმა დე ლაურენტისმა ძვირად (150 მილიონი ევრო) დააფასა და ის კვლავ ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად ეცდება, მოწინააღმდეგეები არ დაინდოს. მთავარი დასუსტება კიმ მინ ჯესთან გამომშვიდობებაა, მცველთან, რომელსაც შესანიშნავი სეზონი ჰქონდა.

ნეაპოლელები ცოტას ხარჯავენ და ლოკალურად ძლიერდებიან ან იჯარით აყვანილ ფეხბურთელებს იფორმებენ. ახლაც, თუკი პიოტრ ზელინსკი არაბეთში წავა, მას "სელტადან" 21 წლის გაბრი ვეიგა ჩაანაცვლებს.

მოვიდნენ: რასპადორი (ფორვარდი, "სასუოლო"), სიმეონე (ფორვარდი, "ვერონა"), ნატანი (მცველი, "ბრაგანტინო"), კაპრილი (მეკარე, "ბარი"), კაიუსტე (ნახევარმცველი, "რეიმსი").

წავიდნენ: კიმი (მცველი, "ბაიერნი"), პეტანია (ფორვარდი, "მონცა"), ლუპერტო (მცველი, "ემპოლი"), კაპრილი (მეკარე, "ემპოლი", იჯარით), ნდომბელე (ნახევარმცველი, "ტოტენჰემი", იჯარა დაუმთავრდა).

პირველი 5 ტური ჩემპიონატში:

"ფროზინონე" (სტუმრად);

"სასუოლო" (შინ);

"ლაციო" (შ);

"ჯენოა" (ს);

"ბოლონია" (ს).

სავარაუდო შემადგენლობა (4-3-3):

მერეტი - დი ლორენცო, ოსტიგორი, რაჰმანი, ოლივერა (ან რუი) - ლობოტკა, ანგისა, ზელინსკი - ლოსანო (ან პოლიტანო), ოსიმენი, კვარაცხელია.

"იუვენტუსი"

შემადგენლობა ტურინელებს მშვენიერი ჰყავთ, თუმცა ეს წარმატების მისაღწევად ყოველთვის საკმარისი არაა. იტალიის ყველაზე ტიტულოვან კლუბს გასულ სეზონში სხვა პრობლემაც ჰქონდა, რაც სატრანსფერო ამბების გამო ქულების ჩამოკლებას გულისხმობდა. 

მოვიდნენ: ლოკატელი (ნახევარმცველი, "სასუოლო"), კინი (ფორვარდი, "ევერტონი"), ვეა (გარემარბი, "ლილი"), მილიკი (ფორვარდი, "მარსელი"), გონსალესი (მცველი, "ვალენსია"), მაკკინი (ნახევარმცველი, "ლიდსი", იჯარა დაუმთავრდა), როველა (ნახევარმცველი, "მონცა", იჯარა დაუმთავრდა), პელეგრინი (მცველი, "ლაციო", იჯარა დაუმთავრდა).

წავიდნენ: კულუსევსკი (გარემარბი, "ტოტენჰემი"), დრაგუსინი (მცველი, "ჯენოა"), მელო (ნახევარმცველი, "ფიორენტინა", იჯარით), რანოკია (ნახევარმცველი, "ემპოლი", იჯარით), დი მარია (ნახევარმცველი, "ბენფიკა"), კუადრადო (ნახევარმცველი, "ინტერი"), პარედესი (ნახევარმცველი, პსჟ, იჯარა დაუმთავრდა). 

პირველი 5 მატჩი:

"უდინეზე" (ს);

"ბოლონია" (შ);

"ემპოლი" (ს);

"ლაციო" (შ);

"სასუოლო" (ს).

სავარაუდო შემადგენლობა (3-5-2):

შჩესნი - დანილო, ბრემე, სანდრო - ვეა, მაკკინი, ლოკატელი, რაბიო, კოსტიჩი - კიეზა, ვლაჰოვიჩი.

Sportall.Ge

"ინტერი"

სიმონე იმძაგის გუნდს მშვენიერი სეზონი ჰქონდა, ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა და საკუთარ არენაზე "ნაპოლის" ყველაზე ძლიერ კონკურენტად ის გამოიყურებოდა. ვნახოთ, მილანელები ახლა რას შეძლებენ.

მოვიდნენ: ზომერი (მეკარე, "ბაიერნი"), ფრატესი (ნახევარმცველი, "სასუეოლო", იჯარით), აჩერბი (მცველი, "ლაციო"), ტურამი (ფორვარდი, "გლადბახი), კუადრადო (ნახევარმცველი, "იუვენტუსი"), ბისეკი (მცველი, "არაუ"), ასლანი (ნახევარმცველი, "ემპოლი"), აუდერო (მეკარე, "სამპდორია", იჯარით).

წავიდნენ: ონანა (მეკარე, "მანჩესტერ იუნაიტედი"), ჰანდარივიჩი (მეკარე, თავისუფალი აგენტი), დ'ამბროსიო (მცველი, "მონცა"), ბროზოვიჩი (ნახევარმცველი, "ალ ნასრი"), პინამომტი (ფორვარდი, "სასუოლო"), შკრინიარი (მცველი, პსჟ), ჯეკო (ფორვარდი, "ფენერბახჩე), გალიარდინი (ნახევარმცველი, "მონცა"), ლუკაკუ (ფორვარდი, "ჩელსი", იჯარა დაუმთავრდა).

პირველი 5 ტური:


"მონცა" (შ);

"კალიარი" (ს);

"ფიორენტინა" (შ);

"მილანი" (შ);

"ემპოლი" (ს).

სავარაუდო შემადგენლობა (3-5-2):

ზომერი - დარმიანი, აჩერბი, ბასტონი - დუმფრისი, ბარელა, ჩალჰანოღლუ, ფრატესი, დი მარკო - მარტინესი, ტურამი.

Sportall.Ge


"მილანი"

"ნაპოლის" ტრიუმფს "შავ ლაქად" "მილანთან" ჩემპიონატში (0:4) განადგურება და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მარცხი გასდევდა. რაფაელ ლეაო გაჩერებას არ აპირებს და სერია "ა"-ს დაპყრობა კვლავ სურს.

მოვიდნენ: მუსა (ნახევარმცველი, "ვალენსია"), ჩუკუვეზე (გარემარბი, "ვილიარეალი"), პულისიჩი (გარემარბი, "ჩელსი"), ოკაფორი (ფორვარდი, "ზალცბურგი"), რომერო (გარემარბი, "ლაციო"), კოლომბო (ფორვარდი, "ლეჩე"), ხიმენესი (ნახევარმცველი, "რეალი B"), ლოფტუს-ჩიკი ("ჩელსი")

წავიდნენ: ტონალი (ნახევარმცველი, "ნიუკასლი"), დიასი (ნახევარმცველი, "რეალი", იჯარა დაუმთავრდა), მესიასი (ნახევარმცველი, "ჯენოა"), რებიჩი (ნახევარმცველი, "ბეშიქთაში")


პირველი 5 მატჩი
:

"ბოლონია" (ს);

"ტორინო" (შ);

"რომა" (ს);

"ინტერი" (ს);

"ვერონა" (შ).

სავარაუდო შემადგენლობა (4-3-
3) : მენიო - კალაბრია, ტომორი, კიაერი, ერნანდესი - პობეგა, კრუნიჩი (ან ლოფტუს-ჩიკი), მუსა - პულისიჩი (ან ჩუკუვეზე), ჟირუ (ან ოკაფორი), ლეაო.

altდე ლაურენტისის წუწურაქობა და კვარაცხელიას რთული სეზონის მოლოდინი

მკითხველის კომენტარები / 13 /
ამ სეზონში ნაპოლი მე-7 ადგილზე გავა, ეს პროგნოზი ისეთივე ნაღდია, როგორიც შარშან ამ დროს გაკეთებული, როცა ნაპოლის ჩემპიონობა ვიწინასწარმეტყველე და ეს ყველაფერი გაუმაძღარი დე ლაურენტისის ბრალი იქნება
სამწუხაროდ ხვიჩას ფასიც დაეცემა-უნდა წასულიყო მაგ გუნდიდან, მაგრამ ალბათ არავინ გაუშვა
inviz9
11:36 16-08-2023
19
მილანს კრიზისი დაეწყება, ნახევარი ფეხბურთელები ვინც წარმატების X ფაქტორი იყო წავიდნენ, მალდინიც უაზროდ გაუშვეს. ნაპოლიმ ოსიმენი თუ შეინარჩუნა, წელს ობიექტურად უფრო ძლიერი გუნდი იქნება ვიდრე შარშან, მარტო კიმის პოზიციაა რეალურად შესავსები, ჟელინსკის შეცვლა არა მგონია დიდი პრობლემა იყოს და მარჯვენა ფლანგზე ვინც არ უნდა მოიყვანოს ლოსანო/პოლიტანოზე ცუდად ვერ ითამაშებს როგორც არ უნდა ეცადოს.

უვენტუსი,ინტერი,ნაპოლი - ეს სამეული უფრო მგონია
ვისტი
15:30 16-08-2023
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული