მხითარიანის 2 გოლი და საგოლე პასი - "ინტერმა" "მილანი" გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მე-4 ტურის ცენტრალურ მატჩში "ინტერმა" "მილანს" უმასპინძლა, "დერბი დელა მადონინა" "ნერაძურის" გამარჯვებით 5:1 დასრულდა.

ანგარიში მე-5 წუთზე ჰენრიხ მხითარიანმა გახსნა, 38-ე წუთზე მარკუს ტურამმა "მილანს" ეფექტური გოლი გაუტანა.

57-ე წუთზე რაფა ლეაომ სხვაობა შეამცირა, თუმცა მხითარიანმა დუბლი შეასრულა. 79-ე წუთზე კი ჰაკან ჩალჰანოღლუმ ყოფილი გუნდის კარში თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა.

მატჩის საბოლოო ანგარიში დავიდე ფრატესიმ 90+3 წუთზე დააფიქსირა.

ამრიგად, "ინტერი" სატურნირო ცხრილში 12 ქულით პირველ ადგილს იკავებს, სიმონე ინძაგის გუნდი მორიგ შეხვედრას 20 სექტემბერს, ევროპა ლიგაზე "სოსიედადის" წინააღმდეგ გამართავს.

"მილანი" 9 ქულით მე-3 ადგილზეა, სტეფანო პიოლის გუნდი 19 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგაზე "ნიუკასლს" დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 7 /
Ნეტავ გახდება კვარა ჰენრიხას დონე როდისმე.ა კლასი,ა ფეხბურთელი!!! Ხოდა დაეშვით სექტა მიწაზე,ამ ილუზიებში როდემდე გინდათ ყოფნა?
G.LA
17 სექტემბერი 2023 12:46
25
ბევრისაგან განსხვავებით,დიდ პატივს ვცემ,ჰენრიხ მხითარიანს.მართლაც მაგარი ფეხბურთელი და დიდი პროფესიონალია.მას ჰბაძავდა ხვიჩა,საწვრთნელ ბაზაზე რომ ცხოვრობდა და ყოველ თავისუფალ დროს,ვარჯიშში ატარებდა,მაგრამ ხვიჩა იტალიის საუკეთესო ფეხბურთელი და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელობის,უკვე ოფიციალური ნომინანტია.ყოფილა ამ დონეზე ჰენრიხ მხითარიანი?არ ყოფილა და მისი ასაკიდან გამომდინარე,ალბათ ვეღარც გახდება.ასე რომ სწორედ ჰენრიხ მხითარიანი ვერ ავა,ხვიჩას სიმღლეზე,თორემ დაბლა ჩამოვარდნა,ყველას შეუძლია და ციდან ვარსკვლავებიც კი,ვარდებიან.გმირებიც, ყოველთვის გმირები არ არიან.რაღაც კონკრეტულ სიტუაციაში ავლენენ,საკუთარ სიდიადეს,სხვა დროს კი,ჩვეულებრივი მოკვდავის ცხოვრებით ცხოვრობენ,თუმცა მათ სწორედ იმ სიტუაციებით აფასებენ.წმინდანები არიან,ილია ჭავჭავაძე და ცოტნე დადიანი,მაგრამ იმ დიდი საქმეების გვერდით,ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრებითაც იცხოვრეს,თუმცა სწორედ დიდი საქმეების მიხედვით ვაფასებთ და შევრაცხეთ,წმინდანებად.ხვიჩამაც უკვე მიაღწია იმ სიმაღლეს,რომელსაც ვარსკვლავობას უწოდებენ და ვისაც და რამდენიც უნდა ლაფი ასხას,ამ სტატუსს,ვერაფერს დააკლებს.რაც მეტ ხანს იციმციმებს ვარსკვლავი,რა თქმა უნდა უფრო მეტად დაფასდება,მაგრამ დაკლებით,უკვე ვეღარავინ დააკლებს,რაიმეს.ხვიჩას სახელი,უკვე ქართული ფეხბურთის და ნაპოლის ისტორიაშია ჩაწერილი და კვლავ განაგრძობს,ისტორიის წერას.ღმერთმა უმრავლოს,გამარჯვებები!
სოსო
17 სექტემბერი 2023 13:47
3
კვარაცხელია სერია-Aს ჩემპიონი და საუკეთესო ფეხბურთელი პირველივე სეზონში (ოქროს ბურთის ნომინანტი) ეს არის ფაქტი. რეალობას გაუსწორეთ თვალი მძ@#ერიდან ამოყვინთეთ
მე-5-ე კოლონა კვარაცხელიას წინააღმდეგ
18 სექტემბერი 2023 00:13
5
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული