"ომი განახლდა, ეს გენოციდია!" - მხითარიანი ყარაბახში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

AutoSharing Option
აზერბაიჯანულმა არმიამ, მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაცია დაიწყო, ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ, კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის მოტივით, "ანტიტერორისტული ღონისძიებების" დაწყების შესახებ განაცხადა.

მთიან ყარაბაღში უკვე ისმოდა საჰაერო განგაშის სიგნალი. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ყარაბაღში ინტენსიურად იბომბება სომხური ძალების პოზიციები.

ამ ამბავს სოციალური ქსელის მეშვეობით "ინტერის" სომეხი ფეხბურთელი ჰენრიხ მხითარიანი გამოეხმაურა, რომელმაც დაწერა:

"სასწრაფოდ! მთიანი ყარაბაღის 120 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 30 ათასი ბავშვი, სამხედრო თავდასხმის ქვეშ იმყოფება.

აზერბაიჯანმა განაახლა ომი მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ, მიზნად ისახავს მშვიდობიანი მოსახლეობის და
სამოქალაქო ინფრასტრუქტურის 9 თვიანი მიზანმიმართული ბლოკადის შემდეგ, შიმშილის გაღვივებასა და ჰუმანიტარულ დახმარებაზე აკრძალვას. ექსპერტები ამბობენ, რომ ეს არის გენოციდი.

მოვუწოდებ ჩემს გულშემატკივრებს, მთელ სპორტულ სამყაროს, მედიას, გამოეხმაურონ და დაეხმარონ მშვიდობის აღდგენის ხმის გავრცელებას", - დაწერა მხითარიანმა Twitter-ზე.
მკითხველის კომენტარები / 21 /
კიდე მსხვერპლად ასაღებენ თავს.
ვანდა ჯიქია
14:32 21-09-2023
0
გენოციდი ის იყო ნორვეგიამ რაც გიქნათ 9-1. როცა საქართველო ნორვეგია მორჩა 1-1 და 2-1. გამოი#ეთ
GOGI.
04:11 21-09-2023
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული