სკანდალი. ნუთუ დე ლაურენტისი თაღლითია და დასჯიან თუ არა "ნაპოლის"?

AutoSharing Option
ilmattino-ს ცნობით, "ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი თაღლითობაშია ეჭვმიტანილი.

გამოცემა იტყობინება, რომ რომის პროკურატურამ დე ლაურენტისი ცრუ სააღრიცხვო ანგარიშებთან დაკავშირებით ეჭვმიტანილთა სიაში შეიყვანა. საქმე 2020 წელს ვიქტორ ოსიმენის "ლილიდან" ტრანსფერს ეხება. ვარაუდობენ, რომ ნიგერიელის შეძენისას კაპიტალის ხელოვნურად ზრდას ჰქონდა ადგილი.

პროკურატურამ ტრანსფერთან დაკავშირებული დოკუმენტები ჯერ კიდევ გასული წლის ივნისში ამოიღო. ასევე, ჩხრეკა იტალიასა და საფრანგეთში ჩატარდა.

Transfermarkt-ის მონაცემებით, ოსიმენში 75 მილიონი ევრო გადაიხადეს. უცნობია, რამდენად რეალურია ეს თანხა და რამდენად დიდი იყო ფალსიფიკაცია.

ჯერ უცნობია, დასჯიან თუ არა დე ლაურენტისსა და კლუბს.  შეგახსენებთ,
გასულ სეზონში ანალოგიური კანონდარღვევის გამო "იუვენტუსს" 10 ქულა ჩამოაკლეს.

მკითხველის კომენტარები / 9 /
დე ლაურენტისი ცუდი კაცის იმის გათვალისწინებით რომ რა ძვირად აფასებს ფეხბურთელებს რა დაბალ ხელფასს უხდის!
თემო
27 სექტემბერი 2023 15:41
1
დე ლაურენტისი თაღლთია, ტრამპი თაღლითია... ევროპარლამენტარები დამტკიცებულია და თაღლითები არიან! არის კი ვნმე პატიოსანი იმ ქებულ დასავლეთში?!
aburjga
27 სექტემბერი 2023 14:36
3
პუტინი და მედვედევი ხო ანგელოზები არიან! ერთი ნაგავია ყველა! ჩვენ მივხედოთ ჩვენს ქვეყანას!
იმედი
27 სექტემბერი 2023 15:41
1
"არა ვარ მე ის კაცი" - ყვარყვარე! ბოგირის მშენებლობა ქონდა იჯარით აღებული, რა ნაპოლი რის ნაპოლი!
მწვრთნელი
27 სექტემბერი 2023 09:55
1
ლაურენტისს არ აპატიებენ იმას რომ ნაპოლი ამოქაჩა და ჩემპიონი გახადა. ჩემპიონთა ლიგაზეც სპეციალურად დაატორმუზეს შარშან მსაჯებიან ყველაფრიანად. ეს არის სიმართლე დაესევიან ეხლა და ეცდებიან დაძირვას. თქვენ კიდე მართლა რეგვენები და უმადურები სულ აფერისტს რომ ეძახით, ცილს წამებთ რის გულზე სხვის ხელფასზე ჩაციკლულები რო ხართ ვერ გააძღო თქვენი მუცლები. და კიდე შნუროკ ჩაუტანელ "პერეგავორას" გაფუჭებულ საქმეებსაც რომ მაგას რო აბრალებთ
vigac
27 სექტემბერი 2023 08:02
10
რა თქმა უნდა, რომ გაქნილი აფერისტი, რეგვენი და თაღლითია, თანაც ისეთი, ჩვენ არც კი დაგვესიზმრება. მაგალითად, მასთან შედარებით, ამხ. ფიფია, მამა აბრამის ბატკანია !
დ.დ.
26 სექტემბერი 2023 22:51
2
შარია ეს კაცი მოკლედ
mate
26 სექტემბერი 2023 22:47
2
შარია ეს კაცი ,მაგრამ თუ დაუმტკიცდა, ნაპოლი შეიძლება სერია ბ-ში აღმოჩნდეს და ეს კვარასთვის ცუდი რამ იქნება
დავით 67
27 სექტემბერი 2023 05:12
7
"ახალი ამბავი" თაღლითი რომ არის
gia
26 სექტემბერი 2023 21:43
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული