ეს დასასრულის დასაწყისია - ოსიმენი თვლის, რომ დასცინეს და შეიძლება "ნაპოლის" სასამართლოში უჩივლოს

AutoSharing Option
"ნაპოლის" მიმდინარე სეზონში ისედაც არ მისდის საქმეები კარგად და თან, უკვე სკანდალებს აქვს ადგილი - პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ფინანსურ მაქინაციებშია ეჭვმიტანილი, ხოლო თავდამსხმელმა ვიქტორ ოსიმენმა შეიძლება კლუბს სასამართლოში უჩივლოს.

ოსიმენი უკმაყოფილოა "ნაპოლის" სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეოთი, რომელიც "ბოლონიასთან" გამოუყენებელ პენალტს ეხება, რამეთუ თვლის, რომ ეს მისი იმიჯის შემლახავია. TikTok-ზე გამოქვეყნებულ ვიდეორგოლში ასახულია, როგორ სთხოვს მსაჯს, ჯოვანი აიროლდის, თერთმეტმეტრიანის დანიშვნას და ეს იუმორისტული გახმოვანებითაა გაფორმებული.

ამაზე კომენტარი ფეხბურთელის აგენტმა რობერტო კალენდამ გააკეთა: "ის, რაც სოციალურ ქსელებში მოხდა, მიუღებელია. ვიდეო დამცინავია. ეს
სერიოზული ინციდენტია, რომელიც აღრმავებს იმ სიტუაციას, როგორ ეპყრობიან მას უკანასკნელ ხანს. პრესაში გარჩევები მიმდინარეობს და ცრუ ინფორმაციები ვრცელდება.

ვიდეო ჯერ გამოაქვეყნეს, მოგვიანებით კი წაშალეს. ჩვენ სასამართლო გარჩევის ინიცირების და ვიქტორისთვის ნებისმიერი სასარგებლო დაცვის უფლებას ვიტოვებთ".

ნიგერიელმა დემონსტრაციულად მოახდინა თავის "ინსტაგრამზე" "ნაპოლისთან" დისტანცირება - ნეაპოლურ გუნდში გადაღებული სურათების დიდი ნაწილი წაშალა, ხოლო ნაკრებსა და წინა კლუბებში გადაღებული სურათები დატოვა.

მკითხველის კომენტარები / 14 /
ყველა ფოტო წაშალა ნაპოლის მაისურიანი ინსტაგრამზე. დიდი სკანდალი იწყება.
ნაპოლის ტიკტოკი სულელურ ვიდეოებს დებს და ამ შემთხვევაში მართალია ვიქტორი. ნერვები მომეშლებოდა კვარასთვის რო ეგ გაეკეთებინათ. რათქმაუნდა კვარა არ იჩივლებდა მარა გულსატკენი იქნებოდა საკუთარი კლუბისგან
Spain
27 სექტემბერი 2023 05:05
3
არ ვიცი სფერო, სადაც წარმატებული სეზონის მერე, გუნდი არ ზრუნავს იმაზე რო მომავალ სეზონში უფრო წარმატებული იყოს, მითუმეტეს გაქვს პოტენციალი აშკარად. კიმს რო გაყიდი და არავის მოიყვან, დიეგო დემეების იმედზე რო ხარ და მოგყავს სრულიად გაუგებარი ხალხი. დელაურენტისის არანაირი დამსახურება არაა წინა წლის წარმატება. სპალეტი, ჯუნტოლი და რამდენიმე საკვანძო ფეხბურთელი, რომლებსაც კარგად მიუსადაგა სპალეტიმ დანარჩენი ფეხბურთელები, სისტემურად კარგად ამუშავა. ალბათ კვარას წელს ძაან აწვალებენ და იმ პერეგავორების შემდეგ რა კონტრაქტიც აქვს, მაგის გამო შეიძლება ვერც წავიდეს მომავალ წელს ნაპოლიდან, თორე რო უნდა წავიდეს უკვე ცალსახაა, ძალიან არაჯანსაღი გუნდია სამწუხაროდ.
დავით
27 სექტემბერი 2023 11:26
1
გასაგებია, შეიძლება სხვა გუნდმა დაგცინოს პენალს რომ ააცილებ მარა სააკუთარი გუნდი რომ დამცინავ ვიდეოს გიქვეყნებს ეგ რანაირი გულშემატკივრობაა? ძალიან კარგი რო ამოიღო ხმა ოსიმენმა. ახლა იქეთ მოუხდიან ბოდიშებს.
ნიგერიელებმა ეგრევე დაწერეს, კვარამაც გააფუჭა პენალი და არ დაუცინიათ, პირიქით მხარს უჭერდნენო, რასისტულ ჭირლში გადაიყვანეს ეგრევე მარა მესმის მაგათიც.
კი არის ტიკტოკი ცანცარა და არასერიოზული პლატფორმა მაგრამ დაცინვაში არ უნდა გადავიდეს ვიდეოები ჩემი აზრით.

https://vt.tiktok.com/ZSNdAkdT9/

კვარაზეც აკეთებენ რაღაცეებს სასაცილო ვიდეოებს :))
Skeleton
27 სექტემბერი 2023 09:39
2
არა რა, ნეაპოლურ იუმორს მაინც ქუთაისური იუმორი ჯობია ;)
ქუთაისელი
27 სექტემბერი 2023 10:21
1
კვარას და ჟორჟის ღმერთის სჯის საქართველოს ოლიმპიადაზე მოხვედრაში რომ არ დაეხმარენ.
ასეა ეს
27 სექტემბერი 2023 11:28
35
ფაიტონს ერიდე
ზლატან დროგბა
27 სექტემბერი 2023 12:45
2
აქეთ ჟორჟი, იქეთ კვარაცხელია ... სეზონის საშინელი სტარტი ორივეს კლუბს და რაც ყველაზე საგანგაშოა, არამარტო წმინდა საფეხბურთო ასპექტებში
დინამოელი
27 სექტემბერი 2023 09:29
0
11 მეტრიანს პენალი კი არა პენალტი ქვია.
ilo
27 სექტემბერი 2023 11:30
5
ქვია კი არა ჰქვია :)
კახა
27 სექტემბერი 2023 12:25
1
სულ ნაპოლი და ნაპოლი. სხვა არაფერი ხდება ჩვენთან?
ირაკლი ქუთაისელი
27 სექტემბერი 2023 15:29
1
ძალიან სენსიტიური თემაა. ფერადკანიან ადამიანს ქოქოსს რომ შეადარებ რასისტული ელემენტები იგრძნობა. შეიძლება გაუცნობიერებლად მოხდა მარა
ოსიმენი მართალია. არც მის ვარცხნილობას და არც გარეგნობას არ უნდა შეეხოს არავინ. რატო არის ეს ამდენი ხანი გაუგებარი. არანაირი იუმორი არაა როცა ვინმეს ცხოველს ან ხილს ადარებ.
.
27 სექტემბერი 2023 14:58
1
ასეა ეს კი არა
დაუსვა ფეხბურთიდან
ჭინკები გვინდა კიდევ!
თენგო
27 სექტემბერი 2023 11:55
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული