"მილანის" უგზო-უკვლოდ დაკარგული ფეხბურთელი გამოჩნდა

AutoSharing Option
"მილანიდან" იჯარით "ნორჩიოპინგში" გაშვებული 20 წლის თავდამსხმელი ემილ პაკება ჯუფ რობაკი, რომელიც დაიკარგა და ორი კვირა ეძებდნენ, გამოჩნდა.

"მას შევხვდი. ასე რომ, ყველაფერი წესრიგშია. ამ საკითხზე მეტს არაფერს ვიტყვით", - განუცხადა Expressen-ს "ნორჩიოპინგის" სპორტულმა დირექტორმა ტონი მარტინსონმა. ფეხბურთელის დედამაც დაადასტურა, რომ თავის შვილს ესაუბრა, თუმცა მისი გაუჩინარების შესახებ კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

რობაკი "მილანმა" 2020 წლის 14 აგვისტოს 1.73 მილიონ ევროდ შეიძინა და ჯერ "ნორდსიელანდში" გაანათხოვრა, შემდეგ კი - მშობლიურ "ნორჩიოპინგში".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული