ჩაჩუა, რომელიც კვარაცხელიას დაუპირისპირდა და ინტერესი ქართველ გულშემატკივრებში...

AutoSharing Option
"ვერონა"-"ნაპოლის" (1:3) მატჩი, ხვიჩა კვარაცხელიას დუბლის გარდა, ქართველი გულშემატკივრების ყურადღების ცენტრში სხვა ფაქტის გამოც მოხდა. მასპინძელთა შემადგენლობაში ჩვენებური ჟღერადობის მქონე გვარის ფეხბურთელმა, ჯექსონ ჩაჩუამ ითამაშა, რამაც ინტერესი გამოიწვია.

Sportall.Ge

ჩაჩუა ბელგიელია და მარჯვენა ნახევარმცველად ასპარეზობს. 22 წლის ჯექსონი კარიერას მშობლიურ ლიეჟის "სტანდარტში" იწყებდა, რასაც "ლოუვენი" და "შარლერუა" მოჰყვა. ჩაჩუა "ვერონაში" ერთწლიანი იჯარით 31 აგვისტოს ჩაირიცხა და შემდეგ "შარლერუას" უნდა დაუბრუნდეს. მიმდინარე სეზონში მას 1 შედეგიანი პასი აქვს. წინა სეზონებში, ერთ გოლთან ერთად, მის ანგარიშზე 2 "ასისტიც" იყო.

ჩაჩუა კამერუნის 23-წლამდელთა ნაკრებში
თამაშობდა. მიიწვევენ თუ არა მას ბელგიის ეროვნულ გუნდში, ამას ვნახავთ.

28 ოქტომბერს ვერონელები ტურინის "იუვენტუსს" ესტუმრებიან.

altვის უკავშირდება კვარაცხელიას აღნიშვნა? - ხვიჩას დატვირთული გრაფიკი, ვარსკვლავური თამაში და მითი, რომელიც ინგრევა...

altრუდი გარსია: "კვარა" გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო - მთავარია მისი ნასროლი ისარი არ მომხვდა

მკითხველის კომენტარები / 47 /
ყველანი ღმერთის შვილები არიან, თეთრიც,შავიც და ყვითელიც
ედუარდი
30 ოქტომბერი 2023 10:11
0
ქართული იერი აქვს აშკარად.
ლაურა დეიდა
26 ოქტომბერი 2023 01:47
0
ვიღაც გოგუაც თამაშობს აფრიკელი ესპანეთში თუ არ ვცდები
დავით 67
23 ოქტომბერი 2023 16:29
5
როცა გამოვიდა ტიტრზე ,,ჩაჩაუა" და არა ,,ჩაჩუა".
ტიტრზე სხვაგვარად ეწერა
23 ოქტომბერი 2023 16:16
2
გვარი კი უწყობს ხელს და მოვიწვიოთ ჩვენ ნაკრებში:)
გოგა
23 ოქტომბერი 2023 11:15
9
ეროვნება არაა გარანტია რომ აუცილებლად ჭკვიანი ხარ
გაიოზი
23 ოქტომბერი 2023 11:11
1
ესენი არიან აქაური ჩიჩუების განაყარები, აქ ბატონი შემოაკვდეთ, აიყარნენ და ზემო ადამავაში (კამერუნის რეგიონი) გადასახლდნენ ასე 300 წლის უკან და რომ არ მიეგნოთ გვარი გადაიკეთეს ჩაჩუებათ.
QT
23 ოქტომბერი 2023 10:28
4
შენ იუმორთან მაგრად ძმაკაცობ გატყობ :)
QT
23 ოქტომბერი 2023 13:19
0
ჩიჩუები თავად იყვნენ თავადები და ბატონი ვერ შამოაკვდებოდა. პრაფესორობ აქ რაღაცეებს.დდდდდ
QT-ს
23 ოქტომბერი 2023 10:54
2
რა კომენტარებია. ეტყობა რა კატეგორიაც აკომენტარებს აქ. დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებულ ხალხში ნაკლებად ვართ რასისტები, ჩვენს მერე დაბადებულებში უფრო ნაკლები იქნება. უბრალოდ ჯერ არ აქვთ იმათ ასპარეზი.
ეს გვიქნა რუსეთმა, ამდენი წელი რომ ამოგვკეტა, ჩრ. კორეასავით დაგვაჩლუნგა. უცხოელი ნანახი არ გვყავდა და მარტო რუსი გვეგონა უცხოელი.
ყველა კულტურა რუსულიდან გადმოთარგმნილი მოდიოდა ჩვენამდე და წარმატებით აჩვენებდნენ მსოფლიოს, როგორი ბნელები ვიყავით ქართველები. თუმცა ამაში თავადვე უწყობთ ხელს. ნებისმიერი განვითარებული ადამიანი აქ დაწერილ კომენტარებს თუ წაიკითხავს, უკვე დარჩება სრული სიბნელის და სიჩლუნგის შთაბეჭდილება.
რასაც დღეს ქართველი ადამიანი ჰგავს, ეს ყველაფერი რუსის დამსახურებაა. რუსებამდე არ ვიყავით ქართველები ასე ჩაკეტილი გონების და მიმღებლობა გვქონდა ყველასი. ვის რას უშავებს, ვიღაც ფერადკანიანი ფეხბურთელი, ყველაფერი რომ გადმოანთხიეთ ზედ. ვიღაცამ სიძედ არ მივიღებო, ვითომ კარს უტეხავენ და ძალად უვარდებიან ოჯახში.
გავა კიდე ბევრი წელი და ამოიძირკვება ადამიანების კანის ფერით გარჩევა. ლიბერალიზმი ჯერ-ჯერობით ფარსია, რადგან მხოლოდ იდეაა, ადამიანი სინამდვილეში ცხოველია. საუკუნეების გასვლამ გვაჩვენა, რომ ტექნოლოგიების გამოგონების მიუხედავად ადამიანები მაინც მგლებად დარჩნენ ერთმანეთის მიმართ. და მაინც ჯიუტად მჯერა განვითარების. შეიძლება ვცდები მაგრამ...
!!
23 ოქტომბერი 2023 10:03
27
საბჭოეთის მოტრფიალეები ახალ თაობას გვიწოდებენ მოღალატეებს. ბევრ რამეზე მეტყველებს. თან რომ იძახი ევროპა რასისტიაო და თან ევროპაში მალე თეთრი არავინ დარჩებაო ეგ რანაირად? საკუთარ თავს ეწინააღმდეგები.
მაგრამ არაუშავს. ყველაზე დიდი აგრესია თქვენგან მოდის. ახალგაზრდებს პატივისცემა მაინც გვაქვს იმათ მიმართაც კი, ვისი შეხედულებები არასწორად მიგვაჩნია. თქვენ კი ოღონ სტალინი წამოდგეს და ყველა დაგვხოცოს მაგაზე ოცნებობთ.
!!
23 ოქტომბერი 2023 20:47
6
ეგ არის პირიქით! ტრადიციული ევროპელი არის რასისტი, როგორც ნამდვილი ქართველი. რასისტი არა თქვენებური ტროცკისტური გაგებით, არამედ ნაღდი, ეროვნულ ღირებულებებზე ორიენტირებული, მათ შორის საკუთარი რასის შენახვა-დაცვაზე. ხოლო ნეო-მარქსისტული იდეოლოგიის გამარჯვებამ გამოიწვია აზროვნების დამახინჯება ევროპაში. შეხედეთ საფრანგეთს რას ჰგავს, შეხედეთ შვედეთს, ინგლისს, შვეიცარიას.. გავა დრო და თეთრი მოსახლეობა უმცირესობა იქნება შენისთანა ჭია და მოღალატე ნეო-მარქსისტული, ლიბერალური დაავადებული ტვინის გამო. ცნობისთვის, სწორედ საბჭოეთი იყოს ანტი-რასისტული მექა. მოიძიე განსაკუთრებით საბჭოთა კავშირის ადრეული ეტაპები. ასე რო ვიღაცების ჯიბრით მეორე რადიკალურ პოზიციაზე ნუ გადახვალ მოღალატე აზრების ფრქვევით. რაც მთავარია, ახალ თაობაში ყველა შენისთანა ცისარტყელა არ არის.
ფარსი
23 ოქტომბერი 2023 19:13
1
ყველა გამოხმაურება
ყველაფერს ქართულს ნუ უკავშირებთ რა ქართველი კამერუნელია.
123
23 ოქტომბერი 2023 09:34
0
იქნებ დიდი ბაბუა ყავდა საქართველოდან
მურმანი
23 ოქტომბერი 2023 08:54
4
მარტვილიდან ყოლია დიდი ბაბუა.
კუკური ჯიჭონაია
23 ოქტომბერი 2023 10:20
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული