
სერია A-ს მეთორმეტე ტურში "ლაციო" და "რომა" დაზავდნენ (0:0). მატჩის დაწყების წინ "ლაციოს" მწვრთნელმა მაურიციო სარიმ თავის პორტუგალიელ კოლეგას, ჟოზე მოურინიოს მიმართა.
"მე მას ვუთხარი: "შენ უკანალში გაჭედილი ნამდვილი საგანი ხარ". მან მიპასუხა: "საერთოდ, შენც მასეთი ხარ". სინამდვილეში გულის სიღრმეში ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი. მე მომწონს მოურინიო, როგორც პიროვნება, მაგრამ როგორც პერსონაჟი და მწვრთნელი - გაცილებით ნაკლებად", - ციტირებს სარის "გაძეტა დელო სპორტი".
როდესაც სარი "ჩელსის" ედგა სათავეში, მოურინიო კი - "მანჩესტერს", 2018/19-ის სეზონში "სტემფორდ ბრიჯზე" დასრულებული შეხვედრის შემდეგ გულშემატკივრებმა მოურინიოს უსტვინეს,
რაზეც მან სამი თითით მიანიშნა, რომ მათ გუნდს პრემიერლიგა სამჯერ მოაგებინა.