"ნაპოლიმ" ოსიმენს კონტრაქტი გაუგრძელა და გასამრჯელოც მოუმატა

AutoSharing Option
"ნაპოლიმ" თავდამსხმელ ვიქტორ ოსიმენს 2025 წლის ზაფხულამდე მოქმედი კონტრაქტი 1 წლით გაუხანგრძლივა.

ნიგერიელის გამოსასყიდი თანხა 130 მილიონი ევრო იქნება და მას ხელფასს მნიშვნელოვნად გაუზრდიან - ადრე გავრცელებული ინფორმაციით 10 მილიონ ევრომდე. აქამდე ვიქტორის სეზონური გასამრჯელო 4.5 მილიონი იყო.

ოსიმენმა მიმდინარე სეზონში სერია A-ს 12 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა, Transfermarkt-ის მიხედვით კი მისი ფასი 110 მილიონია.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ოსიმენივით 1 წელი რომ დარჩება კვარაცხელიას (თუ მანამდე არ გაყიდეს) მერე დაიწყებს ლაურენტისი მოლაპარაკებებს ხელფასის მომატებაზე და აი მაშინ უნდა უთხრას უარი, მაგრამ ჯუღელი რისი ჯუღელია....
David
24 დეკემბერი 2023 16:29
0
ეგრე ხდება როცა ფეხბურთელს ნორმალური აგენტი ჰყავს, ეხლა "გაზიკის შოფერის" ჯერია, ვნახოთ რას იზავს
მამუკა
23 დეკემბერი 2023 23:28
1
ოსიმენმა დიდი საქმე გაიკეთა - გამოსასყიდი თანხაც დააფიქსირებინა და ხელფასიც მოიმატა. ახლა უკვე ამ ახირებულ კაცზე დამოკიდებული აღარაა. თუ გამოჩნდა ვინმე რეალური წავა, მანამდე კი მიიღებს იმ გაზრდილ 10 მილიონს.
gogi
23 დეკემბერი 2023 23:14
0
ესე იგი ოსიმენის ხელფასი ხვიჩას ხელფასს 10 ჯერ აღემატება....!!!
ლაშა
23 დეკემბერი 2023 22:29
0
Rato gaugrzela ver vxvdebi, uperspeqtivo gundad iqca napoli.xvicha wadi maqedan sanam droa tore qinqladzesavit dagemarteba.napoli kai xani verafers moigebs da romasavit gundi iqneba,romelic otxeulze iocnebebs sul.
Gia
23 დეკემბერი 2023 18:15
14
ქართულად წერე თუ ძმა ხარ
ბს
23 დეკემბერი 2023 20:25
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული