სუპერლიგა. კატასტროფის წინაშე - "ნაპოლი" შეიძლება მწარედ დასაჯონ

AutoSharing Option
უეფა ევროპის სუპერლიგის წინააღმდეგ გადამჭრელ ზომებს მიმართავს და მასთან ბრძოლას ეროვნული ფედერაციების მეშვეობით აპირებს.

Calcio e Finanza-ს ცნობით, გასულ კვირაში იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ მომავალი სეზონისთვის ლიცენზირების ახალი სისტემა დაამტკიცა. კერძოდ, კლუბებმა 2024 წლის 4 ივნისამდე განაცხადის შეტანასთან ერთად წერილობითი ფორმით უნდა დაადასტურონ, რომ არ მიიღებენ იმ ტურნირებში მონაწილეობას, რომლებსაც ფიფასა და უეფას მიერ არაღიარებული ორგანიზაციები ჩაატარებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ლიცენზიის გარეშე დარჩებიან და სერია A-ში ვერ იასპარეზებენ.

იტალიური კლუბებიდან გასაგები მიზეზების გამო პოზიციის დაფიქსირებისგან თავი მხოლოდ "იუვენტუსმა" შეიკავა, "ნაპოლის" პრეზიდენტი
აურელიო დე ლაურენტისი კი სუპერლიგის შექმნას მიესალმა და საკუთარი ფორმატი და რეგლამენტიც კი შესთავაზა.

ევროსასამართლოს მიერ ვერდიქტის გამოტანის შემდეგ სუპერლიგის პროექტის წინააღმდეგ თავისი უარყოფითი პოზიცია ტოპ 5 ლიგის 21-მა კლუბმა გამოხატა და ქაღალდზე  არსებულ ტურნირზე ოფიციალურად ორი სუბიექტია - "რეალი" და "ბარსელონა".

მკითხველის კომენტარები / 12 /
ზოგადად სპორტული ფედერაციების ჯერ ვერ გადაიყვანეს ელგებედე რელსებზე და აქაურ მიშმადიდებლებს გული უსკდებათ. . ესენი ხომ მსოფლიო მოქალაქეები არიან. . .ლენინს და ტროცკის მოკითხვა პროევროპელები. . . თუ გგონიათ რომ დღევანდელი ლიბერალებისგან რამით განსხვავდებოდნენ ძალიან ცდებით. . . დედა დააჭერინე მამა დააჭერინე მაგათი მოგონილია. . .
ნაპოლეონი
19:20 29-12-2023
2
არაუშავს ეს კიდევ ერთი ბინძური მცდელობაა უეფასგან რომელიც ისევე დასრულდება როგორც წინა მცდელობა ანუ უეფამ ხო შეიტანა სასამართლოში და გამტყუნდა ასევე შეიტანენ მონაწილეობის მსურველი გუნდები საკუთარ ფედერაციების წინაამღდეგ და მანდაც ამოქმედდება იგივე კანონი რაც უეფასთან მიმართებაში და იგივე პასუხს მიიღებენ სასამართლოსგან რაც წინა შემთხვევაში იყო პრეცენდენტი გვააქვს და ვიცით რომ ეგრე იქნება სუპერლიგას ვერაფერი დაუდგება წინ ეს წლების განმავლობაში დამიშავებული და დალაგებული პროექტია მხოლოდ დროის ფაქტორი განა სუპერლიგის დამფუძნებლებმა არ იცოდნენ ამ ბარიერების შესახებ იცოდნენ და ეგ ამბავიც ისევე დასრულდება როგორიც წინა მცდელობა უეფაა ვერ მიაღწევს საწადელს….და ვერ დაღუპავს ბოლომდე ფეხბურთს დღევანდელი უეფა არის ბინძური ორგანზაცია რომელიც მხოლოდ საკუთარ თავზე და ჯიბეზე ფიქრობს ჩეფერინი და ინფანტინო ცუდად დაასრულებენ ლაპორტა პერესის დუოს წინაამღდეგ
ამოკოლხი1985
17:59 29-12-2023
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული