"მილანმა" ნახევარმცველი დაიმატა, გუნდში მყოფს კი ანათხოვრებს

AutoSharing Option
ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, "ვერონას" 20 წლის ნახევარმცველი ფილიპო ტერაჩიანო კარიერას "მილანში" გააგრძელებს.

ის ორშაბათს სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც კონტრაქტს გააფორმებს. "როსონერი" ახალგაზრდა ფეხბურთელის სანაცვლოდ 4,5 მილიონ ევროს გადაიხდის, რასაც 1 მილიონი ბონუსების სახით დაემატება.

მიმდინარე სეზონში ტერაჩიანომ 18 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. "მილანი" ნახევარდაცვაში ამ ზამთარს ასევე 1 ფეხბურთელს შეელევა.

საუბარი ლუკა რომეროზეა, რომელიც მიმდინარე სეზონის დასაწყისში "ლაციოდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით მოვიდა. ის იჯარით "ლეჩეს" ან "კომოს" მიაშურებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული