"მხითარიანი იდიოტია! როგორ შეიძლება ის თამაშობდეს და..." - ვიდალმა სომეხ ფეხბურთელს შეურაცხყოფა მიაყენა

AutoSharing Option
"ინტერის" ყოფილმა ფეხბურთელმა არტურო ვიდალმა "ნერაძურის" ამჟამინდელ ნახევარმცველ ჰენრიხ მხითარიანს შეურაცხყოფა მიაყენა და მას იდიოტი უწოდა.

ვეტერან ფეხბურთელს მიაჩნია, რომ "სან სიროზე" მისი თანამემამულე ალექსის სანჩესის დაბრუნება დიდი შეცდომა იყო. 

"ალექსის, თუ მისმენ, გთხოვ, სასწრაფოდ დატოვე "ინტერი"! ამ გუნდში ის არასდროს უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ სანჩესი ძალიან ჯიუტია.

ის უნდა წასულიყო კლუბში, სადაც თამაშით სიამოვნებას მიიღებდა, სადაც ხალხის სიყვარულს იგრძნობდა.

ვგიჟდები, როდესაც ვხედავ, როგორ თამაშობს ეს იდიოტი მხითარიანი სანჩესის ნაცვლად, ჩემს თანამემამულეს კი მხოლოდ 9 წუთს აძლევენ.

ალექსისი ბრწყინვალე ფეხბურთელია. ვიცი,
რომ ის მაშინაა ბედნიერი, როდესაც თამაშობს და შესაბამისად, ის ახლა ბედნიერი ვერ იქნება.

სიამოვნებით ვიხილავდი "რივერში". თანაგუნდელები მასზე უკეთესები არ არიან, მაგრამ მწვრთნელს სანჩესი უბრალოდ არ სურს", - ციტირებს ვიდალს Goal-ი.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ეს მართლა იდიოტი ყოფილა,მხითარიანის თამაშს,მწვრთნელის ნაცვლად,ფეხბურთელს რომ აბრალებს.ამ საიტზე,ლადო დვალიშვილს რომ აგინებდნენ,რატომ თამაშობს,ნაკრებშიო,იმას ჰგავს,ეს ამბავი.ლადოსაც უძახდნენ და რაც შეეძლო,ისიც თამაშობდა.უარი რომ ეთქვა,ნაკრებში თამაში არ სდომებიაო,ახლა იმაზე დაუწყებდნენ,გინებას.ისე,სომხურ საიტებზე,ახლა ამბები იქნება,დედა შვილს რომ არ აიყვანს ხელში,ისეთი.ჩვენგან განსხვავებით,მხითარიანის დამცირებას,სომხები არავის გაუტარებენ და ძალიანაც კარგად მოიქცევიან.შენიანი,ყოველთვის უნდა დაიცვა,უცხოსაგან.
სოსო
18:24 08-01-2024
13
ჯიგარი ხარ ვიდალ
სიმართლე
17:49 08-01-2024
30

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული