"ნაპოლი" ყაზარმულ მდგომარეობაზე გადაიყვანეს

AutoSharing Option
"ნაპოლიმ" ყველა ტურნირზე ბოლო ოთხი მატჩიდან სამი წააგო, ერთი ფრედ დაასრულა, გოლი არ გაუტანია, ცხრა გაუშვა, სერია A-ში მეცხრე პოზიციაზე დაქვეითდა და ღრმა კრიზისში იმყოფება.

areanapoli იტყობინება, რომ კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა გუნდის ყაზარმულ მდგომარეობაზე გადაყვანა ბრძანა - დღეიდან ფეხბურთელები პოცუოლის სასტუმრო Serapide-ში დაბინავდნენ და 13 იანვარს აუტსაიდერ "სალერნიტანასთან" საშინაო შეხვედრისთვის კასტელ ვოლტურნოს ბაზაზე მოემზადებიან, რის შემდეგაც სუპერთასზე მონაწილეობის მისაღებად საუდის არაბეთში გაემგზავრებიან.

გამოცემა იტყობინება, რომ "ნაპოლი" "უდინეზესგან" 21 წლის სერბ ნახევარმცველ ლაზარ სამარჯიჩს 20+5 მილიონ ევროდ შეიძენს და წლიურ გასამრჯელოდ 1.8-2
მილიონ ევროს დაუნიშნავს.

ნეაპოლური კლუბი, როგორც ჩანს, ვერ გადაიბირებს "ჯენოას" 21 წლის რუმინელ მცველ რადუ დრეგუშინს, რომლის ტრანსფერში "ბაიერნი" 30 მილიონს გადაიხდის.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 30 /
ოსიმენი ეხლა აფრიკის თასზე მიდიწ, მინიმუმ 2-3 კვირა არ იქნება და შეიძლება უარესი ჩავარდნა დაეწყოს გუნდს. ფორვარდი აღარ ეყოლებათ ფაქტიურად. სწორედ ეხლა უნდა ულიდეროს გუნდს კვარამ, როცა ასეთი მნიშვნელოვანი თამაშებია წინ. განსაკუთრებით სუპერ თასი. ფიორენტინა თან კარგ ფორმაშია და ძალიან გაუჭირდება ნაპოლის!
მურთო
09 იანვარი 2024 17:30
3
რას ნიშნავს ,, უ ლ ი დ ე რ ო ს"გუნდი ვერ თამაშობს ნამდვილ ფეხბურთს და..
ხვიჩა რა ,, ფ ა ნ ტ ო მ ა ს ი ა"!?
მამუკა
10 იანვარი 2024 09:32
0
დანომრეთ თან....თუმცა ნომრები ხომ ისედაც აქვთ
მავნე
09 იანვარი 2024 15:10
0
პრეზიდენტი უფროა ყაზარმულზე გადასაყვანი :))))
beqa
09 იანვარი 2024 14:02
0
:)))))))
Koki
09 იანვარი 2024 09:56
1
ოც-ოცი როზგი მაგათ, დილა-საღამოს. მიბრძანებია!)))))))))))
ირაკლი პაპა
09 იანვარი 2024 09:50
0
კვარა მოხიე მაქედან დროულად
ქართველი
09 იანვარი 2024 09:35
3
კარგი გადაწყვეტილებაა. მივესალმები. ნახავთ, რა კარგად ათამაშდება ხვიჩა, ასეთ "ყაზარმულ" რეჟიმში რომ მოემზადება.
ქ. გ.
09 იანვარი 2024 08:37
3
ერთი კვარაა და ლაურენტისი და ჯუღელი.
ორივე კვარას ინტერესებს იცავს.
ნეტავი რომელს უფრო გამოუდის?
თამაზი
09 იანვარი 2024 08:20
1
სალერნიტანამ მაგარი თამაში ჩაატარა იუვესთან, რომ არა გაძევება მეეჭვება იუვეს ის თამაში სულაც ფრედ დაესრულებინა, არ მგონია ნაპოლის იოლი თამაში ელის
მამუკა
09 იანვარი 2024 07:32
1
მე დამნიშნეთ მწვრთნელად და ამ სეზონში გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებს, რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას მინიმუმ ნახევარფინალი ჩემზე იყოს თავისი ოციანით. დინამო თბილისის ფეხბურთელებს უფასოდ გადმოვიყვან და გპირდებით რომ ლავრენტა და მთელი ნაპლის ფანები ბედნიერები იქნებიან.
გელა ნუგზარიშვილი
09 იანვარი 2024 01:35
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული