ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ 23 წლის ბელგიელი გარემარბი სირილ ნგონჟი "ვერონადან" "ნაპოლიში" გადავა.
მხარეებმა უკვე ყველა დეტალი შეათანხმეს და ეს სიამოვნება ნეაპოლურ კლუბს 18 მილიონი ევრო დაუჯდება. პლუს 2 მილიონი "ვერონამ" შეიძლება ბონუსების სახით მიიღოს.
ნგონჟიმ ამ სეზონში სერია A-ს 19 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. ის დღეს სამედიცინო შემოწმებას გაივლის.
სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა "ბორნმუთის" ნახევარმცველმა ჰამედ ტრაორემ და "ნაპოლისთან" კონტრაქტს გააფორმებს.