სუპერთასის მეორე ნახევარფინალური წყვილი "ინტერი"-"ლაციოა". მილანურ კლუბს სუპერთასის მოპოვება ზედიზედ მესამედ სურს. ნეაპოლელები ამ ტიტულს სულ ორჯერ დაეუფლნენ, პირველად - მარადონას ეპოქაში, ბოლო წარმატება კი 10 წლის წინ იყო. "ფიორენტინამ" Supercoppa Italiana 1996 წელს აღმართა, როცა ლეგენდარულმა გაბრიელ ბატისტუტამ
"ნაპოლი" და "ფიორენტინა" ერთმანეთს 171-ჯერ შეხვდნენ, ბალანსი კი თითქმის თანაბარია - ნეაპოლელების 61 გამარჯვება 50-ის წინააღმდეგ და 60 ფრე. "ფიორენტინა" პირველი იტალიური კლუბი იქნება, რომელსაც ხვიჩა კვარაცხელია მეოთხედ (სხვადასხვა ეგიდით) დაუპირისპირდება - 1 მოგება, ამდენივე ფრე და მარცხი - ეს ქართველის მონაგარია. დღეს ჩვენებურის როლი დიდი იქნება!..
"ალ-ავალ პარკზე" ჩასატარებელი მატჩის განაცხადში ვალტერ მაცარის ის ფეხბურთელებიც ჰყავს, რომლებიც ბოლო დროს ტრავმის გამო ვერ თამაშობდნენ (მეკარე მერეტი და ოლივერა), ვისი თამაშიც საეჭვოა (კაიუსტე) ან სატრანსფერო ამბების გამო გაურკვევლობა სუფევს (ზელინსკი).
შეხვედრას 40 წლის ფედერიკო ლა პენა გაუძღვება. საოცარია, მაგრამ ის სულ ცოტა ხნის წინ ამ გუნდების უკანასკნელი დაპირისპირების მთავარი არბიტრი იყო, როცა "ფიორემ" "მარადონაზე" (3:1) მოიგო.
ფინალი 22 იანვარს შედგება. სერია "ა"-ში ნეაპოლელების მორიგი მეტოქე "ლაციოა" და არის შანსი, ეს შეხვედრა სუპერთასის ფინალშიც შედგეს.
კვარაცხელია და "ნაპოლი" საუდის არაბეთში არიან - ოსიმენის ჩანაცვლება და ოლივერას დაბრუნება...
როცა ხვიჩას "ნაპოლიში"ტრანსფერი გადაწყდა, ყველა აღფრთოვანებული ვიყავით და არავინ ფიქრობდა მის გასამრჯელოზე...
არავიზე ნაკლებად გონიერი არ არის თავად ხვიჩა და როგორმე წარმატებით გადაწყვეტს ამ საკითხსაც, ჯუღელთან ერთად იქნება ეს თუ სხვასთან.ამ ეტაპზე კი ხვიჩას თავისი უზომოდ დიდი საფეხბურთო ტალანრის წარმატებულად გამოვლენა მოეთხოვება,რაც დარწმუნებული ვარ,ყველა ჩვენთაგანზე ერთად აღებული,უკეთ თავად ხვიჩას ესმის და გაეგება.
ვინც მოითმენს,ის მეტს მოიგებს!!!