Sportmediaset-ი იტყობინება, რომ "რომადან" დათხოვნილი მწვრთნელის ჟოზე მოურინიოს გავლენიანი თანამემამულე აგენტი ჟორჟე მენდეში დროს უქმად არ კარგავს და თავისი კლიენტისთვის სამუშაოს ეძებს.
გამოცემის მტკიცებით, მენდეში პირველ რიგში "ნაპოლის" პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს დაუკავშირდა, რომელიც სეზონის ბოლოს გუნდის ამჟამინდელ თავკაცს ვალტერ მაცარის აუცილებლად დაემშვდიდობება.
აღნიშნულია, რომ მენდეშსა და დე ლაურენტისს შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ და მათ ტელეფონით შესაძლო გარიგების ვარიანტები განიხილეს. პრობლემა მხოლოდ მოურინიოს მიერ მოთხოვნილი მაღალი ხელფასი შეიძლება გახდეს - წელიწადში 7 მილიონი ევრო პლუს ბონუსები, ამ თანხის გადახდას კი ნეაპოლური კლუბის მფლობელი დიდი ალბათობით არ
დათანხმდება.
როგორც მენდეში ირწმუნება, თავად "განსაკუთრებული" ნეაპოლში გადასაბარგებლად მზადაა.