კვარაცხელიასთვის ეს ახლა ძალიან რთულია... - "ინტერთან" გამორჩეულ ხვიჩას ველით!

AutoSharing Option
"ნაპოლი" იტალიის სუპერთასის გადამწყვეტ მატჩში მეხუთედ (ორჯერ გაიმარჯვა) იასპარეზებს და "ინტერს" დაუპირისპირდება. ვალტერ მაცარის გუნდისთვის ახლა თითოეული დადებითი ემოცია და მით უმეტეს, ტიტული, მნიშვნელოვანია. "ფიორენტინასთან" (3:0) მოგებულ შეხვედრაში განსხვავებული იყო ხვიჩა კვარაცხელიას პოზიცია...

როგორც იქნა, ნეაპოლელთა დამრიგებელმა კლუბის პრეზიდენტის სურვილებს გადააბიჯა და ის ტაქტიკური სქემა გამოიყენა, რომელიც მასთანაც უფრო ახლოსაა და იქნებ არსებულ კონტინგენტთანაც. ასეთ ცვლილებებს სირთულეები ყოველთვის მოსდევს, ფეხბურთელებს მასთან ადაპტირება სჭირდებათ და საბოლოო ფორმირებისთვის გარკვეული დროა საჭირო. 

საინტერესო იყო სამი უკანახაზელით თამაშისას ჯოვანი დი ლორენცოს ცენტრალურ მცველად ხილვა.
კაპიტანს ამ პრობლემურ ზონაში მეტი სტაბილურობის შეტანა შეუძლია და შეტევაში ბურთის წამოღებასაც, რაც კიმის წასვლის შემდეგ ასე ჭირს, მეტად შეძლებს. კიდევ ერთი სიახლე სტანისლავ ლობოტკას უკავშირდებოდა. სლოვაკს შემტევებთან მაქსიმალურად ახლოს უნდა ემოქმედა. ახლა ამას განსაკუთრებული ეფექტი არ ჰქონია, სამომავლოდ კი წინა ხაზის ფეხბურთელებს, მათ შორის, კვარაცხელიას, იქნებ მეტი თავისუფალი სივრცე გაუჩნდეთ და გამამწვავებელი პასებიც დროულად მიიღონ.

პარტნიორების მომარაგება მართლაც პრობლემური საკითხია. ერთია ტექნიკურად ვერშესრულება (რაც ხვიჩასაც მოუვიდა), მეორე კი არასწორი გადაწყვეტილებების მიღება (შეგნებულად ან განზრახ). გამოვყოფთ ეპიზოდებს (იმის გამო არა, რომ ჩვენებურს უკავშირდება), კაიუსტესა და პოლიტანოს შეტევის გაგრძელების ოპტიმალური ვარიანტები რომ მიეღოთ, "კვარას" კარის აღების კარგი შანსები მიეცემოდა. ფაქტია, მიუხედავად იმისა, ქართველი გარემარბი მუდმივად ბურთის ძიებაშია, ის მას ნაკლებად აქვს ან არაოპტიმალურ ვითარებაში იღებს და ამაზე მთელი სეზონის განმავლობაში ვწერთ. 77-ე ნომერი საჩემპიონო წელს მატჩის ბედს მაშინაც წყვეტდა, როცა თითქოს პასიური იყო და ბურთთან ნაკლებად იმყოფებოდა, ახლა კი ამის გაკეთება ძალიან რთულია - გუნდიც დასუსტებულია, მის მიმართ კი წინააღმდეგობები გაზრდილია. ქართველმა პირველ გოლში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

Sportall.Ge

ახალ ტაქტიკურ სქემას (3-4-3-ად ტრანსფორმირდება თუ 3-4-2-1 იქნება) ქართველი გარემარბისთვის ის პლუსები აქვს, ბურთის მიღება გვერდით ხაზთან არ უწევს და იმპროვიზაციის მეტი საშუალება გააჩნია, თუმცა ერთია ფურცელზე დაწერილი ტაქტიკა და მეორე, თუ მას გუნდი როგორ ასრულებს. როცა რუი ახერხებდა, შეტევაში ჩართულიყო და სივრცეები აეთვისებინა, ცენტრიდან შეტევის გზებს ხვიჩაც თავისუფლად ეძებდა; იყო ეპიზოდები, "ჩაკეტილი" მარიო 77-ე ნომერს გრძელი პასებით "ეძებდა" და ამ დროს "კვარას" შეტევის განვითარებისთვის ბევრი არჩევანი არ ჰქონია, თანაც, ორთაბრძოლებში გამარჯვება უჭირდა. ნაკლები იყო დრიბლინგი და გამწვავებაც... რგოლებს შორის მეტი კავშირის და შეტევაში უფრო აქტიურად თამაშის ნაცვლად, მას დაცვითი ოპერაციების შესრულება უწევდა. გარკვეულ ეპიზოდებში ხვიჩა იმ პოზიციაზე ვნახეთ, როგორც ბოლო დროს საქართველოს ნაკრებშია - გამოკვეთილ ფორვარდთან (გუშინ სიმეონე იყო) ახლოს. ამ ტაქტიკას კარგი დამუშავება სჭირდება, რაც არ იგრძნობოდა...

გუნდმა ფინალზე ფიქრი ნაადრევად დაიწყო. ამას ხელი მწვრთნელმაც შეუწყო, რომელმაც ჩვენებური მინდვრიდან გაიყვანა. ძერბინის პროგრესი აღსანიშნავია... წინ გადამწყვეტი მატჩია და გვჯერა, სულ სხვანაირ კვარაცხელიას ვიხილავთ. კარგი იყო, რომ მაცარის შეგირდებმა სამი გაიტანეს, არადა, ბოლო დროს მოწინააღმდეგის კარის აღება როგორ უჭირდათ.

საუდის არაბეთში შეხვედრას დიდი ინტერესი არ გამოუწვევია. დასამალი არაა, იქაურები "მილანსა" თუ "იუვენტუსს" მეტად იცნობენ. იმედია, ფინალი მათ და ყველას მოლოდინებს სრულად გაამართლებს და ხვიჩაც "ინტერთან" დასამახსოვრებელ მატჩს ჩაატარებს!..

altხვიჩა შეცვალეს - "ნაპოლიმ" "ფიორენტინას" სძლია და ფინალში გავიდა [VIDEO]

altმაცარი: კვარაცხელია ჩემს ტაქტიკას მსხვერპლად შეეწირა?

მკითხველის კომენტარები / 49 /
ოქრიაშვილზე ვინმე რამე ინფოს ხოარ ფლოობთ??
giorgi
19 იანვარი 2024 12:18
9
kii dilaobit mxvdeba xolme suboqsinis programis rigshi
gel-100
20 იანვარი 2024 10:49
2
კაშია შემდეგ წელს არ შეგეშალოს და პირველი ადგილი ვინმე სხვას არ დაუთმო თორე კაპიტნობიდან გადაგაყენებს sportall ის ადმინისტრაცია
ლადო
19 იანვარი 2024 12:18
16
ლადო შენ შეიძლება 10 000 წიგნი გქონდეს წაკითხული, მაგრამ მერწმუნე მარტო წაკითხვა არაფერს შველის, იმიტომ რომ იქ დაწერილი შეიძლება უკუღმა აღიქვა და უკუღმა გამოიყენო და ბოროტებაში ჩაგეთვალოს
ლადოს
19 იანვარი 2024 16:45
5
წიგნი წაიკითხე მეგობარო და მიხვდები რომ რელიგია სწორადაც რო ლიბერალიზმს და შემწყნარებლობას ქადაგებს. იესომ მაგდალინელი მიიღო და ეს სტალისთაყვამისმცემლები რა დღეში ხართ
ლადო
19 იანვარი 2024 14:18
10
ყველა გამოხმაურება
Sportallმა ძაან ჩაიჯვა კაშიაზე დაწერილი სტატიით. უმაქნისო სვავებო
ლადო
19 იანვარი 2024 12:16
16
შენ თავს ისულელებ თუ მართლა იმნაირი ხარ?
ლადო - ს
19 იანვარი 2024 21:02
4
კვარა უფრო და უფრო მაგონებს დელ პიეროს, ოღონდ იმ საზარელი ტრავმის მერე. დელ პიეროს ყოველ მოძრაობაში იგრძნობოდა შიში, ტრავმის გამეორების შიში და ამ შიშთან ერთად ის უკვე ვერასდროს გახდა ძველებურად გრაციოზული.
სამწუხარო ისაა, რომ კვარას არანაირი ტრავმა არ მიუღია, უბრალოდ მიოლიონები დაუტკბა, პატარა მეოცნებე ბიჭის ბუნებას უღალატა და დაკმაყოფილდა იმით, რასაც უკვე მიაღწია... ისე, როგორც ეს აქამდეც მრავალგზის გვიხილავს ქართულ სინამდვილეში.
აბა სხვაგვარად როგორ ამიხსნით, რომ ადამიანი 10-დან 10 ორთაბრძოლას უბრძოლველად თმობს, საერთოდ ერიდება კონტაქტებს და ძველი კვარასგან კარდინალური განსხვავებით, პასებისა და მოძრაობის 90%-ს უკან, საკუთარი კარისკენ, უსაფრთხო და მშვიდი, მაგრამ ამავე დროს უსარგებლო გარემოსკენ აკეთებს.
მთელ სიბერეს აუტანელ სინანულში გაატარებ, კვარა, ამ საქციელის გამო, თუ დროზე არ მოხვედი გონს და არ მიხვდი, რომ არ არსებობს საკუთარი შესაძლებლობების სრულ რეალიზაციაზე დიდი სიამოვნება, არ არსებობს ბავშვობის ოცნებების ახდენაზე დიდი სიხარული, არ არსებობს ღვთივ ბოძებული ნიჭით მშობელი ხალხისთვის დღესასწაულების მოწყობაზე დიადი საქმე და არ არსებობს არაფერი არც მატერიალურ და არც სულიერ სამყაროში, რაც ამ სიქველეთა საპირწონედ ითქმის და ივარგებს.
რამდენჯერმე მოხდა ისტორიაში, რომ ქართველებმა უკვე მოპოვებული გამარჯვება დათმეს, რადგან დამარცხებული მტრის დევნის ნაცვლად ბრძოლის ველზე ოხრად დარჩენილ ალაფს დააცხრნენ ხარბად. იმ უგუნური წინაპრების რიგში ჩადგები შენც, თუ საკუთარი ბავშვური ოცნებების ახდენასთან ასე ახლოს მდგომმა, ნანატრი მწვერვალების დაპყრობას ფუფუნებით და განცხრომით ტკბობა ანაცვალე.
უპოვარი ადამიანი რომ მიზანსწრაფულია, ხვიჩა, ეგ პროფესიონალიზმი არ არის, ეს გაჭირვების დაძლევის ინსტიქტია, რაც ყველა ადამიანში დევს. პროფესიონალიზმია მიზანსწრაფვის, დასახული გეგმების შესასრულებლად თავდადების უნარის შენარჩუნება სიცოცხლის ბოლომდე, მაშინაც, როცა მატერიალური გაჭირვება დაძლეულია და ნეტარების ყველა პირობა არსებობს.
ერთხელ ვცხოვრობთ, ხვიჩა! ნუთუ გგონია, რომ ამდენი ნიჭი მხოლოდ საკუთარი ტკბილი სიცოცხლის უზრუნველსაყოფად მოგეცა?!
მე ის კვარა მახსოვს, ჯერ კიდევ ბავშვი, რუბინში აღებული პირველი ხელფასებით კოვიდით პარალიზებული წალენჯიხის გაჭირვებულ მკვიდრთ სანოვაგეს რომ ურიგებდა უხმაუროდ, რეკლამაციის გარეშე. ქველმოქმედი ახლაც იქნები, დარწმუნებული ვარ, მაგრამ კაპიკია ყველა შენი ქველმოქმედების ფასი, თუ მთავარი იმედი დაულეწე და ნაცარტუტად უქციე ხალხს, რომელიც შენი ჯანმრთელობისთვის, სიკეთისთვის და წარმატებისთვის ლოცულობს.
ნ.ღ.
19 იანვარი 2024 12:10
13
არ აქვს მნიშვნელობა ვინ და რა მოტივით დაწერა ეს პოსტი.. 90 % ხო სიმართლეა? გააგრძელებს ასე და მართლა დარჩება ერთ საშუალო კარგ ფეხბურთელად ვთქვათ პოლიტანოს დონის..
ვახო
19 იანვარი 2024 14:20
3
გიგა, ასე გამართულად რომ წერს ისეთი ფეხბურთელი მხოლოდ ერთი ვიცი და ფედერაციის გენდირექტორია თუ რაცხა - მუჯირს ვგულისხმობ. ან შური სად ნახე, რისკენაც ეს კაცი მოუწოდებს, ის გვინდა მთელ საქართველოს და ყველანი შურიანები ვყოფილვართ მაშინ.
sandro giga-s
19 იანვარი 2024 13:00
2
ყველა გამოხმაურება
მარტო ხელის გადასმა მე ნამდვილად არ წამიკითხავს, თუნდაც ეს წერია "ორთაბრძოლებში გამარჯვება უჭირდა. ნაკლები იყო დრიბლინგი და გამწვავებაც..." მაქსიმალურად ობიექტურადაა ახსნილი გარემოებები და მაინცდამაინც ავტორმაც ცოლს დააბრალოს?
მწვრთნელს
19 იანვარი 2024 12:09
2
კარგი რა ღვთისავარ! სულ თავზე ხელის გადასმაც არ ვარგა! მაცარის ადგილზე, რომ ვიყო მარტო შეცვლაზე შევუშვებდი ისიც ბოლო 10-15 წუთს! სხვათაშორის არაერთხელ გაუკეთებია ასე სპალეტის და ეხლა ვხდები რატომაც! თავში, რომ არ ავარდნოდა იმიტომ! ეს ის ხვიჩა კვარაცხელია არ არის, რომელიც სპალეტის დროს თამაშობდა! აგერ ლაციოსთან აქვს შეხვედრა ჩემპიონატში და ხვიჩა არ ითამაშებს! 100% ნაპოლი მოიგებს მაგ თამაშს გასვლაზე!
მწვრთნელი
19 იანვარი 2024 12:02
17
კვარას ერთადერთი რაც აკლია წელს სითამამეა, თითქოს შეიბოჭა!! "ნაგლობა" რაც შარშან ქონდა არააქ
beqa
19 იანვარი 2024 12:00
3
ობიექტური მოცემულობა ასეა ზუსტად ხალხო, ერთია რა გვინდა, მეორე რა რეალობაა. ხვიჩას თავისი მოსატებელი აქვს, მაგრამ ამ გუნდის კიდევ ერთი წელი თრევა რთულია
ზვიადი
19 იანვარი 2024 11:47
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული