კვარაცხელიასთვის ეს ახლა ძალიან რთულია... - "ინტერთან" გამორჩეულ ხვიჩას ველით!

AutoSharing Option
"ნაპოლი" იტალიის სუპერთასის გადამწყვეტ მატჩში მეხუთედ (ორჯერ გაიმარჯვა) იასპარეზებს და "ინტერს" დაუპირისპირდება. ვალტერ მაცარის გუნდისთვის ახლა თითოეული დადებითი ემოცია და მით უმეტეს, ტიტული, მნიშვნელოვანია. "ფიორენტინასთან" (3:0) მოგებულ შეხვედრაში განსხვავებული იყო ხვიჩა კვარაცხელიას პოზიცია...

როგორც იქნა, ნეაპოლელთა დამრიგებელმა კლუბის პრეზიდენტის სურვილებს გადააბიჯა და ის ტაქტიკური სქემა გამოიყენა, რომელიც მასთანაც უფრო ახლოსაა და იქნებ არსებულ კონტინგენტთანაც. ასეთ ცვლილებებს სირთულეები ყოველთვის მოსდევს, ფეხბურთელებს მასთან ადაპტირება სჭირდებათ და საბოლოო ფორმირებისთვის გარკვეული დროა საჭირო. 

საინტერესო იყო სამი უკანახაზელით თამაშისას ჯოვანი დი ლორენცოს ცენტრალურ მცველად ხილვა.
კაპიტანს ამ პრობლემურ ზონაში მეტი სტაბილურობის შეტანა შეუძლია და შეტევაში ბურთის წამოღებასაც, რაც კიმის წასვლის შემდეგ ასე ჭირს, მეტად შეძლებს. კიდევ ერთი სიახლე სტანისლავ ლობოტკას უკავშირდებოდა. სლოვაკს შემტევებთან მაქსიმალურად ახლოს უნდა ემოქმედა. ახლა ამას განსაკუთრებული ეფექტი არ ჰქონია, სამომავლოდ კი წინა ხაზის ფეხბურთელებს, მათ შორის, კვარაცხელიას, იქნებ მეტი თავისუფალი სივრცე გაუჩნდეთ და გამამწვავებელი პასებიც დროულად მიიღონ.

პარტნიორების მომარაგება მართლაც პრობლემური საკითხია. ერთია ტექნიკურად ვერშესრულება (რაც ხვიჩასაც მოუვიდა), მეორე კი არასწორი გადაწყვეტილებების მიღება (შეგნებულად ან განზრახ). გამოვყოფთ ეპიზოდებს (იმის გამო არა, რომ ჩვენებურს უკავშირდება), კაიუსტესა და პოლიტანოს შეტევის გაგრძელების ოპტიმალური ვარიანტები რომ მიეღოთ, "კვარას" კარის აღების კარგი შანსები მიეცემოდა. ფაქტია, მიუხედავად იმისა, ქართველი გარემარბი მუდმივად ბურთის ძიებაშია, ის მას ნაკლებად აქვს ან არაოპტიმალურ ვითარებაში იღებს და ამაზე მთელი სეზონის განმავლობაში ვწერთ. 77-ე ნომერი საჩემპიონო წელს მატჩის ბედს მაშინაც წყვეტდა, როცა თითქოს პასიური იყო და ბურთთან ნაკლებად იმყოფებოდა, ახლა კი ამის გაკეთება ძალიან რთულია - გუნდიც დასუსტებულია, მის მიმართ კი წინააღმდეგობები გაზრდილია. ქართველმა პირველ გოლში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

Sportall.Ge

ახალ ტაქტიკურ სქემას (3-4-3-ად ტრანსფორმირდება თუ 3-4-2-1 იქნება) ქართველი გარემარბისთვის ის პლუსები აქვს, ბურთის მიღება გვერდით ხაზთან არ უწევს და იმპროვიზაციის მეტი საშუალება გააჩნია, თუმცა ერთია ფურცელზე დაწერილი ტაქტიკა და მეორე, თუ მას გუნდი როგორ ასრულებს. როცა რუი ახერხებდა, შეტევაში ჩართულიყო და სივრცეები აეთვისებინა, ცენტრიდან შეტევის გზებს ხვიჩაც თავისუფლად ეძებდა; იყო ეპიზოდები, "ჩაკეტილი" მარიო 77-ე ნომერს გრძელი პასებით "ეძებდა" და ამ დროს "კვარას" შეტევის განვითარებისთვის ბევრი არჩევანი არ ჰქონია, თანაც, ორთაბრძოლებში გამარჯვება უჭირდა. ნაკლები იყო დრიბლინგი და გამწვავებაც... რგოლებს შორის მეტი კავშირის და შეტევაში უფრო აქტიურად თამაშის ნაცვლად, მას დაცვითი ოპერაციების შესრულება უწევდა. გარკვეულ ეპიზოდებში ხვიჩა იმ პოზიციაზე ვნახეთ, როგორც ბოლო დროს საქართველოს ნაკრებშია - გამოკვეთილ ფორვარდთან (გუშინ სიმეონე იყო) ახლოს. ამ ტაქტიკას კარგი დამუშავება სჭირდება, რაც არ იგრძნობოდა...

გუნდმა ფინალზე ფიქრი ნაადრევად დაიწყო. ამას ხელი მწვრთნელმაც შეუწყო, რომელმაც ჩვენებური მინდვრიდან გაიყვანა. ძერბინის პროგრესი აღსანიშნავია... წინ გადამწყვეტი მატჩია და გვჯერა, სულ სხვანაირ კვარაცხელიას ვიხილავთ. კარგი იყო, რომ მაცარის შეგირდებმა სამი გაიტანეს, არადა, ბოლო დროს მოწინააღმდეგის კარის აღება როგორ უჭირდათ.

საუდის არაბეთში შეხვედრას დიდი ინტერესი არ გამოუწვევია. დასამალი არაა, იქაურები "მილანსა" თუ "იუვენტუსს" მეტად იცნობენ. იმედია, ფინალი მათ და ყველას მოლოდინებს სრულად გაამართლებს და ხვიჩაც "ინტერთან" დასამახსოვრებელ მატჩს ჩაატარებს!..

altხვიჩა შეცვალეს - "ნაპოლიმ" "ფიორენტინას" სძლია და ფინალში გავიდა [VIDEO]

altმაცარი: კვარაცხელია ჩემს ტაქტიკას მსხვერპლად შეეწირა?

მკითხველის კომენტარები / 49 /
კვარა უფრო და უფრო მაგონებს დელ პიეროს, ოღონდ იმ საზარელი ტრავმის მერე. დელ პიეროს ყოველ მოძრაობაში იგრძნობოდა შიში, ტრავმის გამეორების შიში და ამ შიშთან ერთად ის უკვე ვერასდროს გახდა ძველებურად გრაციოზული.
სამწუხარო ისაა, რომ კვარას არანაირი ტრავმა არ მიუღია, უბრალოდ მიოლიონები დაუტკბა, პატარა მეოცნებე ბიჭის ბუნებას უღალატა და დაკმაყოფილდა იმით, რასაც უკვე მიაღწია... ისე, როგორც ეს აქამდეც მრავალგზის გვიხილავს ქართულ სინამდვილეში.
აბა სხვაგვარად როგორ ამიხსნით, რომ ადამიანი 10-დან 10 ორთაბრძოლას უბრძოლველად თმობს, საერთოდ ერიდება კონტაქტებს და ძველი კვარასგან კარდინალური განსხვავებით, პასებისა და მოძრაობის 90%-ს უკან, საკუთარი კარისკენ, უსაფრთხო და მშვიდი, მაგრამ ამავე დროს უსარგებლო გარემოსკენ აკეთებს.
მთელ სიბერეს აუტანელ სინანულში გაატარებ, კვარა, ამ საქციელის გამო, თუ დროზე არ მოხვედი გონს და არ მიხვდი, რომ არ არსებობს საკუთარი შესაძლებლობების სრულ რეალიზაციაზე დიდი სიამოვნება, არ არსებობს ბავშვობის ოცნებების ახდენაზე დიდი სიხარული, არ არსებობს ღვთივ ბოძებული ნიჭით მშობელი ხალხისთვის დღესასწაულების მოწყობაზე დიადი საქმე და არ არსებობს არაფერი არც მატერიალურ და არც სულიერ სამყაროში, რაც ამ სიქველეთა საპირწონედ ითქმის და ივარგებს.
რამდენჯერმე მოხდა ისტორიაში, რომ ქართველებმა უკვე მოპოვებული გამარჯვება დათმეს, რადგან დამარცხებული მტრის დევნის ნაცვლად ბრძოლის ველზე ოხრად დარჩენილ ალაფს დააცხრნენ ხარბად. იმ უგუნური წინაპრების რიგში ჩადგები შენც, თუ საკუთარი ბავშვური ოცნებების ახდენასთან ასე ახლოს მდგომმა, ნანატრი მწვერვალების დაპყრობას ფუფუნებით და განცხრომით ტკბობა ანაცვალე.
უპოვარი ადამიანი რომ მიზანსწრაფულია, ხვიჩა, ეგ პროფესიონალიზმი არ არის, ეს გაჭირვების დაძლევის ინსტიქტია, რაც ყველა ადამიანში დევს. პროფესიონალიზმია მიზანსწრაფვის, დასახული გეგმების შესასრულებლად თავდადების უნარის შენარჩუნება სიცოცხლის ბოლომდე, მაშინაც, როცა მატერიალური გაჭირვება დაძლეულია და ნეტარების ყველა პირობა არსებობს.
ერთხელ ვცხოვრობთ, ხვიჩა! ნუთუ გგონია, რომ ამდენი ნიჭი მხოლოდ საკუთარი ტკბილი სიცოცხლის უზრუნველსაყოფად მოგეცა?!
მე ის კვარა მახსოვს, ჯერ კიდევ ბავშვი, რუბინში აღებული პირველი ხელფასებით კოვიდით პარალიზებული წალენჯიხის გაჭირვებულ მკვიდრთ სანოვაგეს რომ ურიგებდა უხმაუროდ, რეკლამაციის გარეშე. ქველმოქმედი ახლაც იქნები, დარწმუნებული ვარ, მაგრამ კაპიკია ყველა შენი ქველმოქმედების ფასი, თუ მთავარი იმედი დაულეწე და ნაცარტუტად უქციე ხალხს, რომელიც შენი ჯანმრთელობისთვის, სიკეთისთვის და წარმატებისთვის ლოცულობს.
ნ.ღ.
19 იანვარი 2024 12:10
13
არ აქვს მნიშვნელობა ვინ და რა მოტივით დაწერა ეს პოსტი.. 90 % ხო სიმართლეა? გააგრძელებს ასე და მართლა დარჩება ერთ საშუალო კარგ ფეხბურთელად ვთქვათ პოლიტანოს დონის..
ვახო
19 იანვარი 2024 14:20
3
გიგა, ასე გამართულად რომ წერს ისეთი ფეხბურთელი მხოლოდ ერთი ვიცი და ფედერაციის გენდირექტორია თუ რაცხა - მუჯირს ვგულისხმობ. ან შური სად ნახე, რისკენაც ეს კაცი მოუწოდებს, ის გვინდა მთელ საქართველოს და ყველანი შურიანები ვყოფილვართ მაშინ.
sandro giga-s
19 იანვარი 2024 13:00
2
ყველა გამოხმაურება
საქმაეს მიხედეთ ლუზერებო და იმის 1% გააკეთეთ რასაც ხვიჩა აკეთებს და მის ასაკში იმ თნახის 1% გამოიმუშავეთ რაც მან ამ ბოლო 3 წელიწადში.
ჯარჯი
19 იანვარი 2024 13:38
23
და საქმეც მაგაშია კვარას გუშინდელ თუ ზოგადად ბოლო შეხვედრებს შეხედეთ უცხო თვალით როგორც ამას უცხოელი აკეთებს და არა სუბიექტურათ როგორც ქართველს, და აჩვენებს კი ხვიჩა ტოპ შემტევისთვის დამახასიათებელ თამაშებს? გულწრფელები ვიყოთ ამ ეტაპზე ვეღარ. გუნდის არ მიხმარება, ფიზიკური სისწრაფის კლება თუ ცუდი ფინიში არავის აინტერესებს ჩვენს ფარგლებს გარეთ ისინი აფასებენ მთავარს თამაშის ხარისხს გოლს ასისტს და თუ როგორი გავლენა მოახდინა თამაშის რეზულტატზე რაც ვაღიაროთ მიმდინარე სეზონში საგანგაშოდ კლებისკენ მიდის და ეს თუ არ გამოსწორდა სახეზე გვაქ პოლიტანო ელმასის გაქანების ლეველამდე "ჩამოსვლა" რომლებიც არანაირად არ განიხილებიან ტოპ ვარსკვლავებად კი არა ტოპ 50 შემტევში გაუჭირდება ვინმეს მათი დასახელება. ერთ კაცზეც აღარ/ვეღარ მიდის გამწვავებაზე და ეგრევე პასი უკან, ფინიში საერთოდ ჯაგა მცველივით ურტყამს და ამას ვერ ხედავს გგონიათ ვერავინ? კრიტიკა არ ნიშნავს ჰეითს პირიქით ყველამ რო ვიცით ხვიჩას რა შეუძლია როგორი "ზღაპარში" გვაცხოვრა შარშან და წელს ესე ინერტული რომ გახდა ვერ ვეგუებით ამ მოცემულობას და ვწერთ რეალობას.
Cleopatra's Lover
19 იანვარი 2024 12:52
8
მაგდენის გაქანება სადააქ ამ ხალხს ლოგიკურად რო შეაფასონ საერთოდ ყველაფერი მრავალი კუთხიდან დაინახონ. უამრავი რამაა რაზეც აქებენ როცა საერთოდ პირიქით უნდა ითქვას!! კრიტიკა პირადი შეურაწყოფა გგონიათ
beqa
19 იანვარი 2024 13:41
5
ხვიჩამ შენზე უკეთ იცის რა და როგორ არის. არ არის საჭირო ყველამ თავისი "ბრძნული" აზრები აფრქვიოს. ყველაფერი კარგად იქნება და დაუბრუნდება კვარა ძველ ფორმას!
ეი შენ
19 იანვარი 2024 13:41
23
1. ხვიჩა ისეთი ვერ არის როგორც შარშან იყო. კი ასეა . მაგრამ:
2. ეს ლოგიკურია რადგან ცნობილია მეორე წლის სინდრომი. უმაღლეს დონეზე თამაშის მეორე წელი ყველასთვის პრობლემურია. და ჩავარდნა თითქმის ყოველთვის ხდება.
3. მეორე წლის კრიზისის ძირითადი მიზეზებია: ფსიქოლოგიური, ფეხბურთელისაგან გაცილებით ბევრს მოითხოვენ, და ხდება ძლიერი ფსიქოლოგიური ზეწოლა, რომელსაც ჯერ მიჩვეული არ არის და ტექნიკური, ანუ მოწინააღმდეგეებმა აღმოაჩინეს მისი თამაშის თავისებურებები და იყენებენ ამას.
4. თუ ფეხბურთელმა წარმატებით გადაიტანა მეორე წლის კრიზისი, გამოიყენა ეს წელი იმისათვის რომ ფსიქოლოგიურად გაძლიერდეს, აღმოაჩინოს სად აქვს სისუსტეები, რა აქვს დასახვეწი და ამაზე იმუშაოს, მესამე წელს ისევ იწყება აღმასვლა და უკვე ახალ, უფრო მაღალ საფეხურზე ასვლა.
ხოდა ჩემი აზრით, ხვიჩამ უნდა აიყვანოს ფსიქოლოგი, რომელიც მოხსნის ამ დაძაბულობას. უნდა სგრეთვე მიხედოს იმას რაც დასახვეწი აქვს- მეტი სამუშაოა დარტყმაზე, არა მარტო სიზუსტეზე, არამედ მრავალფეროვნებაზე - ყოველთვის თითქმის ძალაზე ურტყამს,საჭიროა მეკარის მოტყუება დარტყმისას, თავზე გადაგდება, და ასე შემდეგ ეს სამუშაოა. დასახვეწია, აგრეთვე უბურთოდ მოძრაობა.
და ბოლოს ვიცი, ახლა დამიწერენ კვარამ უკეთ იცის რაზე იმუშაოსო. და შენი რჩევები არაფერში ჭირდებაო. ღმერთმა ქნას თუ ასეა. მაგრამ მე მგონი ფეხბურთელის ერთი მხრივ ცაში აყვანას, მისი პრობლემების არშემჩნევას ან მეორე მხრივ ბულინგსა და ლანძღვას მაინც ეს ჯობია
არტ
19 იანვარი 2024 21:10
3
100 % სასარგებლო კომენტარია.
Ზაზა
20 იანვარი 2024 18:45
1
შენი გამორჩეული თანამემამულე სპორტსმენის დამცრობა-დაკნინებისა და მის მისამართით ღვარძლის ნთხევის დაუოკებელი სურვილი,ამ ამაზრზენი საქმით დაკავებულთა სულის სიბილწესა და გონის ნულოვან დონეზე ყოფნაზე მიუთიეთბს მხოლოდ.
ბრაზი
19 იანვარი 2024 18:43
9
ეგ პრობლემა მაშინაა თუ თვითონ აქცევ პრობლემად, და მაგათი მიზანიც სწორედ ეგაა. თეთრზე შავის ურცხვად მთქმელი სერიოზულად არ უნდა აღიქვა, მაქსიმუმ ამ საიტის მასხარად.
გიორგი
19 იანვარი 2024 19:42
2
სანამ ბევრის ტვინამდე დავა ეს, შარშან თუ თამაშობდა ხვიჩა მაგრად, თქვენი აზრით წელს ვერ ითამაშებდა? სანამ როგორც ეკუთვნის, ისე არ დააფასებენ, ეგრე თამაშობს და დააცადეთ კაცს.
გიპნოზა
19 იანვარი 2024 19:09
13
ეს ბიჭი ჩემს გაკვირვებას არ წყვეტს. ფიორესთან ერთ-ერთი ყველაზე უფერული თამაში ჩაატარა რაც კი მინახავს ხვიჩას მონაწილეობით, მაგრამ საგოლე შეტევაში მონაწილეობის მიღება მაოინც შესძლო და კლასი აჩვენა. ვინც მოვლენებს საკუთარი და არა ნასესეხები თვალებით და ტვინით ხედავს და აფასებს, დაინახავდა რომ მართალია ბრაზილიელმა ოსტატობა აჩვენა ამის გამოვლენის შესაძლებლობა მაქსიმალურად გაუმარტივა ხვიჩას მოქმედებამ ანუ კლასმა. ისეთ მდგომარეობაში მისცა ერთი შეხებით მაღალ სიჩქარეზე მოძრაობისას პასი რომ 5 ნომერს არც წინ, არც მარჯვნივ კარის და სიმეონეს მიმართულებით მოძრაობისას ხელის შემშლელი არავინ ჰყავდა და თავისი კლასიც გამოავლინა. (აბა მაღალ დონეზე ფეხბურთის თამაშში არავინ მოგცემს საშუალებას აბსოლუტურად თავისუფლად იმოქმედო, ლობიოს ჭამა კი არ არის). მანდ გამოჩნდა მთელი ხვიჩა! ლაღად თამაშობს და გათამაშებს, და თამაშზე ზემოქმედების მოხდენის უნარი სისხლში, ჯიშსა და ჯილაგში აქვს. ვენაცვალე სწორედ მაგაში!
გიორგი
19 იანვარი 2024 18:21
4
ვაღიაროთ, ხვიჩამ ,,ნაპოლიში” დიდი ფეხბურთი ითამაშა, მაქსიმუმ, 6-7 თვე. ვისაც არ გჯერათ, სტატისტიკა ნახეთ. თუ არ მოუმატა, ,,რეალი” და ,,სიტი” კი არა, ,,ნაპოლიშიც” სკამზე დასვამენ და მართლებიც იქნებიან. არ მინდა დავიჯერო, რომ ,,გრუზინი” დაემართა.
ვახტანგ ჭელიძე
19 იანვარი 2024 12:23
14
რა გასაკვრია და უჭირს ჩვენებურს,თუმცა აქ მარტო მისი ბრალეულობა არ არის. თანაგუნდელი დროულად პასში არ გეთამაშება და რა უნდა ქნა,რა წყალში უნდა გადავარდე?! დააკვირდით,როგორ თამაშობს ნაპოლი,თავისი პოლიტანოთი და ლობოტკათი,რამდენ შეხებას აკეთებენ და რა მომენტში იძლევიან პასს,ეს ნორმალური როგორ არის? მერედა,კრიზისი ქონდეს გუნდის ლიდერს და ამაში არ ეხმარებოდეს გუნდი,ესეც გაუგონარია და ნაპოლი მაგარი ცუდი ორგანიზაციაა ამ მხრივ. პენალტი დაინიშნა და პოლიტანომ დაარტყა,რატომ არ დაარტყა კვარამ? ეს გოლი ხო წნეხის მოხსნაში დაეხმარებოდა,თუმცა არავინ დარდობს ამაზე. ადრე იყო ასეთი შემთხვევა,როცა სალაჰი ლივერპულში გადავიდა,თავიდან ბევრი გოლი შეაგდო,მერე აფრიკის თასზე წავიდა და მიჯრით თამაშებში გოლების შეგდება უჭირდა. ფეხბურთის მოყვარულებს ემახსოვრებათ,რომ იმ პერიოდში პენალტისტი მილნერი ყავდათ,ყველა პენალტს ის ურტყავდა,რადგან გამტანი იყო და ა.შ. სალაჰის კრიზისის დროს,დაინიშნა პენალტი და მილნერმა სალაჰს დაუთმო,მერე სალაჰმა შეუბერა და რეკორდი დაამყარა. ფეხბურთი არის გუნდური თამაში,გუნდური სულისკვეთება იმარჯვებს ყოველთვის და როცა ერთს უჭირს,სხვები მხარში უნდა ამოუდგნენ. კვარა არც გუნდი უვარგა და არც მწვრთნელი,ვერ იყენებენ და ეს თვალსაჩინოა. აქ ობიექტურობას ითხოვენ,თუმცა ავიწყდებათ ფაქტები ფეხბურთში.დენის ბერკამპმა ფეხი ვერ მოიკიდა ინტერში(ფრენის შიში ქონდა) და ვერ უგებდნენ,თუმცა არსენალში დაფრინავდა და აფასებდნენ,რობერტო კარლოსი ინტერში ვერ იყო ის,რაც მერე რეალში იყო. ყველაზე ნათელი მაგალითი არის კოუტინიო,ვერც ინტერში,ვერც ესპანიოლში ვერ თამაშობდა,თუმცა ლივერპულში დაფრინავდა,მერე ბარსაში ისევ ვერ გამოიყენეს. ფეხბურთის გრანდებს აქვთ თავისი კულტურა,მიდგომები და ფასეულობები,თუმცა ნაპოლი გრანდი არ არის და არც კულტურა არ აქვს. ამიტომ უპრიანი იქნება კვარამ დატოვოს ნეაპოლი და წავიდეს ინგლისში,ნახავთ მერე თუ ვერ ითამაშებს. ფანები ფეხბურთელს უნდა ამხნევებდეს და არა პირიქით. შეხედეთ ლივერპულის ფანებს,დარვინს სკანდირებენ ყველა თამაშში და ტიპი გოლს ვერ იტანს,მაგრამ ფანებმა იციან თავისი მოვალეობა. ეს ქართველებსაც გეხებათ,არც თქვენ უჭერთ მხარს კვარას,რადგან იმ დონეს ვერ აჩვენებს და გაყიდვადი აღარ არის ეს ამბავი,ხოდა ეს კარგია? ბილ შენკლის სიტყვებით დავასურულებ,თუ წაგების ან ფრის დროს არ მიჭერ მხარს,მაშინ უფლება არ გაქვს იყო ჩვენი მხარდამჭერი მოგების დროს. ასე ჩამოაყალიბა იმ კაცმა კულტურა ლივერპულში და დღემდე მოსდევთ. გაიხსენეთ სტამბული და 0-3 ფინალის პირველი ტაიმი,15 წუთი არ გაჩერებულა ტრიბუნები და დადეს ქამბექი. ასევე,ბარსასთან 3-0 ამოიღეს ენფილდზე და 4-0 მოიგეს,გაიხსენეთ ენფილდი იმ მომენტში. ასეთ გუნდში უნდა იყოს კვარა და მერე ნახავთ თუ ვერ ითამაშებს.კარგი იქნება კვარას ნახვა ლივერპულში,კლოპის ხელში და ნახავთ მისი პოტენციალს. მაცარის ის ვერ გაურკვევია რა სისტემით ითამაშოს და 7 თვიანი მწვრთნელია,უირობოდ აღარ იქნება ნაპოლის მწვრთნელი მერე,სულ რო ყველა ტიტული მოიგოს,ხოდა ეს კარგია? და მაინც,კვარას სჭირს რაღაც? წარმატებები კვარას და ყველა ქართველს
იასონაა
19 იანვარი 2024 18:19
3
მართალი ხარ ძმაო.კვარას დიდი პოტენციალი აქვს რასაც ნაპოლში ვერ იყენებენ და სჯობია ლივერპულში გადავიდეს,თანაც კლოპი ყველაზე მაგრად მოსწონს
კახა
19 იანვარი 2024 23:41
1
კვარა,საკუთარ თავზე,ბევრს აღარ იღებს.ვფიქრობ მიზეზებზე ლაპარაკი,საჭიროც აღარ არის.ყველაფერი ცხადია.რაც ხელფასი აქვს,იმაზე ორ-სამჯერ მეტს მაინც აკეთებს და ეგეც ზედმეტია.ინგლისში,გულშემატკივრები კლუბს თუ ფეხბურთელს,მაშინაც მხარს უჭერენ,როცა ისინი აგებენ,ჩვენთან კი,ზოგი მაშინაც კი აგინებს,როცა ჩემპიონებად ხდებიან.
სოსო
19 იანვარი 2024 23:37
5
ყველა გამოხმაურება
ნურაფერს ნუ ელით,ძლივს ცოტა მიწყნარდა აჟიოტაჟი ამ ბიჭთან მიმართებაში.შეეშვით და აცადეთ თამაში.
Master
20 იანვარი 2024 12:05
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული