"როდესაც მსაჯი შენ მხარესაა, ეს შესაძლებელია!" - სიმეონეს მეუღლემ ფინალის შემდეგ ლაუტარო მარტინესს უპასუხა

AutoSharing Option
"ნაპოლის" ფორვარდის, ჯოვანი სიმეონეს მეუღლე ჯულია ჩოპინიმ "ინტერის" ფორვარდ ლაუტარო მარტინესს სოციალური ქსელის მეშვეობით უპასუხა.

როგორც იცით, "ნერაძურიმ" "პარტენოპეის" იტალიის სუპერთასის ფინალში სწორედ არგენტინელის მიერ ზუსტად შესრულებული ერთადერთი ზუსტი დარტყმით სძლია.

ფინალამდე მილანელებს ხვიჩა კვარაცხელიას გუნდზე დასვენებისთვის ერთით ნაკლები დღე ჰქონდა, რაზეც შეხვედრის შემდეგ ლაუტარომ ყურადღება გაამახვილა:

"ძალიან ბედნიერი ვარ. ყველას გვესმოდა, რომ დღევანდელი დღე სეზონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იყო. იტალიის თასიდან გამოვვარდით და დღეს გამარჯვება ძალიან ფასობდა. 

ძალიან რთული იყო, რადგან დასასვენებლად 1 დღით ნაკლები გვქონდა. ვიბრძოლეთ და ახლა
მთავარი ისაა, რომ ზედიზედ 3 წელია ეს ტიტული ჩვენია", - უთხრა არგენტინელმა SportMediaset-ს.

მარტინესის ამ განცხადებას ჯულია სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ეს პოსტი მალევე წაშალა.

როგორც იცით, ჩოპინის მეუღლე ჯოვანი სიმეონე მსაჯმა ანტონიო რაპუანომ მე-60 წუთზე გააძევა და ზოგადად, "ნაპოლი" რეფერის გარჯით ძალიან უკმაყოფილო დარჩა.

"რა თქმა უნდა, მარტივი არ არის მოგება, როდესაც 1 დღით ნაკლებს ისვენებ, მაგრამ როდესაც მსაჯი შენს მხარესაა, ვიტყოდი დიახ, ეს შესაძლებელია!", - დაწერა ჯულიამ სოციალურ ქსელში.
მკითხველის კომენტარები / 17 /
სიმეონემ,პირველი გაფრთხილება,სწრაფი შეტევის ჩაშლისათვის მიიღო.უკანიდან,უბრალოდ დააწვინა მეტოქე.75 წუთზე,ინტერმა დაკარგა შეტევაში ბურთი და ზუსტად ასევე,ინტერის ფეხბურთელმა,ნეაპოლელი შეაჩერა.ჯარიმა დაინიშნა,მაგრამ ყვითელი ბარათი,მის ნაცვლად,ნაპოლის მწვრთნელს ამოუღო,მსაჯმა,მისი მოქმედების გაპროტესტებისათვის.ერთი და იგივე ქმედების სხვადასხვანაირად განსჯაა სწორედ,არაობიექტურობას რომ ვეძახით.იტალიის ფეხბურთის ფედერაცია,დე ლავრენტისს სჯის,ახალი ლიგის შექმნის იდეის მხარდაჭერისათვის და საერთოდაც,სამხრეთი იტალია არ უყვართ,ცენტრალურ და ჩრდილო იტალიაში.ამ თამაშში,ხციჩა იყო ერთადერთი,ვინც ინტერის კარში,ზუსტად დაარტყა და წესით,გოლიც უნდა გასულიყო,მეკარეს მაგრად რომ არ ეთამაშა.ამას გარდა,ხვიჩამ რამდენიმე ფლანგური გარღვევაც შეასრულა,მაგრამ მთელი დაცვა წინ გადაუდგა,კარის წინ კი,თავისუფალ პოზიციაზე,არავინ გავიდა.კვარამ ბურთიანად იტრიალა,მაგრამ არც თვითონ მას ჰქონდა შანსი და არც არავინ გაეხსნა,შედეგად,იძულებული გახდა,ბურთი უკან დაებრუნებინა.ზუსტად იგივე ხდებოდა,რუბინში თამაშის დროსაც,როცა დესპოტოვიჩი ტრავმირებული იყო და სხვა არავინ ჰყავდა,ვისაც კარის წინ მიაწვდიდა პასს.გუშინ მსუბუქად მოძრაობდა,დაცვასაც ეხმარებოდა და შეტევაშიც ცდილობდა,აქტიური პოზიცია დაეკავებინა,პასის მისაღებად.მის გარშემო,სიტუაცია არ შეცვლილა და შესაბამისად,არც მისი განწყობაა შეცვლილი,ასე რომ ეს,მოულოდნელობა არ უნდა იყოს.ეგ კი არა,საკმაოდ მოწადინებულიც ჩანდა.პირველ ტაიმში,იყო ეპიზოდი,როცა ხვიჩა ბურთს იღებდა და უკანიდან ისე დაეჯახა,ინტერის მცველი,რომ პირდაპირ წინ გადააგდო,კვარა.მსაჯმა ესეც გაატარა და ინტერმა,სახიფათო შეტევაც წამოიწყო.ესეც სახასიათო მომენტი იყო,მაგრამ მთლიანობაში,დღეს ინტერი უკეთესი გუნდია და თამაშითაც სჯობდა,ნაპოლის.გაძევება რომ არა,ნაპოლის შანსი ჰქონდა,კაცნაკლულს კი,ვნახეთ,რაც გამოვიდა.ხვიჩას შეცვლა,არ შეიძლებოდა,კონტრთამაში მოკვდა და ყრუ დაცვაში,ნაპოლი, დაცვის ცენტრში მაინც,ყოველთვის ცდება.ყოჩაღ,ნაპოლის მეკარეს,თორემ გოლს უფრო ადრე გაუშვებდნენ.ამ თამაშში,ნაპოლი უფრო შეკრული ჩანდა და იქნებ ეს თამაში,ნაპოლის შემოტრიალების წერტილი გახდეს.გასაგებია,რომ გაცილებით სუსტია,ვიდრე შარშან,მაგრამ ევროტურნირების საგზურის მოპოვება,ამ ნაპოლისაც უნდა შეეძლოს და თუ მოინდომეს,შეძლებენ კიდეც.
სოსო
15:11 23-01-2024
1
იტალიაში ფეხბურთს აღარ თამაშობენ,ეს ჩემი აზრია,იტალიაში ფეხბურთი ჩაყვინულია,რაც აშკარად ეტყობა იტალიის ნაკრებს,რომელიც ჭ კლასის გუნდებდანთ აგებს თამაშებს,აქ ვერ იტანენ ფეხბურთელს რომელიც ძალიან ტექნიკურია,ფეხბურთს თამაშობს და მას არაფეხბურთის წესებით ეთამაშებიან,ბოდიში,ეჭიდავებიან:სამბო,ძიუდო,ბრძოლა წესების გარეშეს ილეთებით,ან უკიდურეს შემთხვევაში რაგბის წესებით,მსაჯობა ცალკე თემაა,აქ ბევრ თამაშებს ისე მსაჯობენ,რომ ვერ შეაფასებ,პრინციპში შესაფასებელიც არაფერია მსაჯების ქცევიდან გამომდინარე.
საფიჩხიელი
15:51 23-01-2024
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული