ტრანსფერი: "იუვენტუსმა" 23 წლის მცველი დაიმატა

AutoSharing Option
"იუვენტუსმა" გვაუწყა, რომ "ლილიდან" 23 წლის მცველი ტიაგო ჯალო შეიძინა და მას კონტრაქტი 2026 წლამდე გაუფორმა.

ტურინელები ფეხბურთელის სანაცვლოდ 3,5 მილიონ ევროს გადაიხდიან, რასაც 1,5 მილიონს ბონუსების სახით დაამატებენ.

აღსანიშნავია, რომ პორტუგალიელი უკანახაზელი ტრავმირებულია და მიმდინარე სეზონში საერთოდ არ გამოჩენილა.

ის სერია A-ს ერთ-ერთ გრანდ "მილანში" უკვე ირიცხებოდა, თუმცა ძირითად გუნდში თამაშის შესაძლებლობა არ მისცემია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული