"ნაპოლის" ფეხბურთელმა "ინტერში" სამედიცინო შემოწმება ფარულად გაიარა

AutoSharing Option
29 წლის ნახევარმცველი პიოტრ ზელინსკი ამ სეზონში ისედაც არ ბრწყინავს, "მილანთან" მატჩი კი საერთოდ ჩააგდო და 76-ე წუთზე შეცვალეს.

29 წლის ზელინსკის "ნაპოლისთან" კონტრაქტი 30 ივნისს უმთავრდება. უკვე კარგა ხანია ცნობილია, რომ "ინტერში" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა და ამიტომ ბოლომდე აღარ იხარჯება. Calciomercato-ს ცნობით, გუშინ დილით პოლონელი ისე წავიდა "ნერაძურიში" სამედიცინო შემოწმების გასავლელად, რომ ნეაპოლური კლუბი საქმის კურსში არ ჩააყენა.

ის "ინტერთან" მალე სამწლიან ხელშეკრულებას გააფორმებს და სეზონურ გასამრჯელოდ 4 მილიონ ევროს დაუნიშნავენ, მისი აგენტი კი საკომისიოს სახით 4 მილიონს მიღებს.

ნეაპოლური
გამოცემები აღნიშნავენ, რომ გასული წლის ზაფხულში ზელინსკის საუდის არაბეთში გადაბარგების შემთხვევაში, "ნაპოლი" სატრანსფერო თანხას მიიღებდა, ხოლო ახლა, გუნდში 8 წლის განმავლობაში ასპარეზობის შემდეგ, მხარეები ერთმანეთს გულთბილად ვერ დაემშვიდობებიან, მით უმეტეს, პოლონელი იტალიაში კონკურენტ კლუბში გადავა.

დღეს "ინტერში" სამედიცინო შემოწმებას კიდევ ერთი ფეხბურთელი გაივლის, რომელსაც ასევე თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაიბირებს - "პორტუს" 31 წლის ირანელი თავდამსხმელი მეჰდი ტარემი 2+1 სისტემის კონტრაქტს მოაწერს ხელს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ამ წუთას ზელინსკი გუნდისთვის მხოლოდ ზარალია, არავითარ შემთხვევაში ის სასტარტოში არ უნდა იყოს
1
Napoli interis konkurenti karga xans agar iqneba...daangria lavrentam gundi :(
L.J .
11:15 13-02-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული