სერიოზული პრობლემა - ტრავმირებულ და დაავადებულ ოსიმენს ნეაპოლში დაბრუნება უგვიანდება

AutoSharing Option
აფრიკის თასზე ფავორიტად მიჩნეული ნიგერიის ნაკრები ფინალში მოულოდნელად მასპინძელ კოტ-დ’ივუართან 1:2 დამარცხდა და ვერცხლის მედლებს დასჯერდა. მიუხედავად ამისა, ქვეყნის პრეზიდენტმა ბოლა ახმედ ადეკუნლე ტინუბუმ ეროვნული გუნდი ლაგოსში მიიღო, ფეხბურთელები ორდენებით დააჯილდოვა და თითოეული მათგანი მიწის ნაკვეთით და ბინით დაასაჩუქრა.

ნიგერიელთა თავდამსხმელმა ვიქტორ ოსიმენმა ტურნირზე მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა, კოჭ-წვივის ტრავმა მიიღო და ნაწლავური ინფექციით დაავადდა. SKY Sport-ის ცნობით, ის ოთხშაბათს ნეაპოლში ვერ დაბრუნდება, შაბათს ჩაფრინდება, სამედიცინო შემოწმებას გაივლის, გუნდს "ჯენოასთან" მატჩში ვერ დაეხმარება და "ბარსელონასთან" ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში მონაწილეობის მიღების
უფლებას იმ შემთხვევაში მისცემენ, თუ ჯანმრთელად იქნება.

"ნაპოლი" ისედაც ვერაა კარგ სიტუაციაში, ოსიმენის იმედი ჰქონდა და შეიძლება მან მომავალ მნიშვნელოვან შეხვედრებში ვერ იასპარეზოს.

მკითხველის კომენტარები / 14 /
მთელ ტურნირზე თავდამსხმელი,რომ ერთ ბურთს გაიტანს????
ლაშა
15 თებერვალი 2024 12:03
0
ნახევარი გუნდი არა ის ტო კარგი რა რა ფორმაშიც ეხლა არის ის ვერაფერს ვერ დაეხმარება ვერაფლიდ ერთი ჟანიდ სავსე ფეხბურთელია რომელმაც ალღო აუღო ბურთის გორაობას და გამოუვიდა ისიც ვიღაც ვიღაცეების დახმარებიდ სიმართლე არის ეს
კაკო
15 თებერვალი 2024 11:35
1
ძალიან ჭირვეული ბავშვივით არის: ეჭვიანობს ხვიჩაზე (ჩემზე უფრო აფასებენო. მართლაც ასეა, სრულიად დამსახურებულად), წამდაუწუმ იფოფრება და ყველას თავს ამეტებს, ლაურენტისს წირვა გამოუყვანა და ფულებს ციც=ნცლავს და გულზე ხეთქავს, ვერც თავის ნაკრებს უჩვენა გადამჭრელი თამაში, ახლა იკრუსუნებს ორი თვე, რომ ნაპოლი ჩავარდეს და ყველას ათქმევინოს ოსი რომ არ იყო, მაგიტომ არაფერი გამოგვივიდა , ხვიჩამ ვერ უდირიჟორა გუნდსაო...
koba
14 თებერვალი 2024 12:12
4
Es exla xumrobit dawere tu mase piqrob???nakrebshi golebs tu uyureb nigerias tasis pinalshi gasvlistvis gmirebivit daxvdnen da sachuqqrebic daurigen,mere man lavrentas xelpasi daaxia shen ra gadardebs(kvarasavit oci teetri ar gadauxdia tavidan lavrentas,xvichastan megobrobs jugelis pani xar:))))osimeni nepolis rom aklia ori azri ar aris!!!!viktoras kiar unda landzgva imas vinc asati kontraqti daudo lavrentas damijere...
L.J .
14 თებერვალი 2024 13:44
8
ოსიმენის გარეშე ნაპოლი ნახევარი გუნდია.
ასეა ეს
14 თებერვალი 2024 11:56
18
ხვიჩას რომ მოუნდეს ვინ გაუშვებს თვენახევრით ქვეყნიდან ?
Footbol
14 თებერვალი 2024 11:09
2
ტურნირზე მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა ოსიმენმაა?? რაო ოსი მოგაკლდა კვარას პასებიი?? სად ხართ ის ხალხი კვარას დაკნინებას რო ცდილობთ და საუკეთესოობას ოსიმენს უბოძებთ ხოლმე,,გამოჩნდა მგონი წინა სეზონის ოსიმენის შემქმნელი ვინც ყოფილა
gel-100
14 თებერვალი 2024 10:11
3
ჩვენმა ძინამომ 3 ნიგერიელი დაიმატა.. 1:6
სლავა მინდელი
14 თებერვალი 2024 08:11
2
ოსიმენი ძალიან საჭიროა. ხვიჩასაც გაუადვილდება თამაში. სიმეონე ვერაფერს ვერ აკეთებს
დავით 67
14 თებერვალი 2024 07:44
5
ეს უკან უკან მიდის ნელ ნელა, თავისი ხასიათი და ამპარტავნობა კი უფრო მალე დაღუპავს!!! სადაც არ უნდა წავიდეს ეს ზაფხულში იქაც არამგონია ვარსკვლავწბი მოწყვიტოს!
მურთო
14 თებერვალი 2024 03:19
4
კლუბის მფლობელი რომ გავხდები, ნიგერიელ ფეხბურთელებს არ შევიძენ.
ქ. გ.
14 თებერვალი 2024 00:00
4
ხვიჩამაც რომ გთხოვოს? )
გია_544
14 თებერვალი 2024 00:44
6
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული