ზელინსკის შემცვლელის შეძენა "ნაპოლის" 18-20 მილიონი დაუჯდება

AutoSharing Option
Calciomercato იტყობინება, რომ "ნაპოლი" "ბოლონიას" ერთ-ერთი ლიდერის შეძენას შეეცდება.

გამოცემის ცნობით, ნეაპოლური კლუბი პიოტრ ზელინსკის შემცვლელს აქტიურად ეძებს. თუ ლაზარ სამარჯიჩი (უდინეზე) ისევ ვერ გადაიბირა, მაშინ "ბოლონიას" 24 წლის ნახევარმცველის, ლუის ფერგიუსონის ტრანსფერზე გადაერთვება.

ფერგიუსონი შოტლანდიის ნაკრების ფეხბურთელია, "ბოლონიამ" 2022 წლის 12 ივლისს "აბერდინისგან" 3 მილიონ ფუნტად შეიძინა, ამ სეზონში კი ყველა ტურნირზე 24 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

"ბოლონია" ფერგიუსონს 18-20 მილიონ ევროზე ნაკლებად არ შეელევა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული