ოსიმენმა "ნაპოლიში" მარადონას შედეგი გაიმეორა

AutoSharing Option
იტალიის სერია A-ს 21-ე ტურის გადადებულ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიმ" გასვლაზე "სასუოლო" 6:1 გაანადგურა.

მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჰქონდა ქართველ ფეხბურთელს, რომელმაც დუბლთან ერთად საგოლე გადაცემაც მიითვალა.

ჩვენებურთან ერთად მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო ვიქტორ ოსიმენი გახლდათ. ნიგერიელმა "ნეროვერდის" ჰეთ-თრიქი შეუსრულა და მიმდინარე სეზონში უკვე 11 გოლი მოუგროვდა.

აღსანიშნავია, რომ ოსიმენი ატილა სალუსტროს (1929-1933) და დიეგო მარადონას (1984-1988) შემდეგ გახდა "ნაპოლის" პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ზედიზედ 4 სეზონში შეძლო 10+ გოლის გატანა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
მორიგი ბრწყინვალე მატჩი ეს ნიშნავს,რომ წინა მატჩებიც უმაღლეს დონეზე ჩაატარა.არადა ბოლოს ვერონასთან ჩატარებულ და გუშინდელ მატჩს შორის 8 საშუალოზე დაბალი თამაშები ჰქონდა.იმედია არ დაბლოკავთ.
zaza
19:18 29-02-2024
5
თუ ჯანზე იქნება და გუნდიდანაც არ წავა,8 სეზონამდეც უპრობლემოდ ავა.
სოსო
14:03 29-02-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული