დე ლაურენტისმა პირობა დადო - "ნაპოლის" 2027 წელს ახალი სტადიონი ექნება

AutoSharing Option
TGR Campania-სთან ინტერვიუში "ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა განაცხადა, რომ კლუბს მალე ახალი საშინაო არენა ექნება.

მშენებლობა 18 თვეში დაიწყება და ის "პარტენოპეის" დღევანდელ სტადიონთან ახლო იქნება. იგეგმება, რომ მშენებლობა 2027 წლის ივლისში დასრულდეს და "ნაპოლიმ" ახალ არენაზე თამაში სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყოს.

გარდა ამისა, ახალ სტადიონთან აშენდება სპორტული ქალაქი, რომელშიც 12 მოედნის განთავსება იგეგმება. შეგახსენებთ, რომ ახლა კლუბის საშინაო არენა დიეგო არმანდო მარადონას სახელობის სტადიონია, რომელიც 60 000 კაცზე მეტს იტევს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
თავისი არაა 10-ვე? ;) ეს კლუბს გადაეცემა და მანვე უნდა განკარგოს, ასე არაა? ხოდა კლუბის მფლობელიც და პრეზიდენტიც ლავრენტიეა და მისი გადასაწყვეტი არაა რაფერ მეიხმაროს? ფეხბურთელებს ხელფასს და ბონუსებს ქე უხდის და ამხელა კუშს პრემიად რომ პირდება, არა მგონია მის ძუნწობაზე მეტყველებდეს. ბიზნესმენია ბოლობოლო და მოგებაზე აკეთებს გათვლას, გასაკვირია? აბა იგი ჯობია კლუბი რომ აღარ დარჩა ვალებში რომ არ იყოს? ჩემი აზრით, ცუდი რა არის იცით? ზოგადად სპორტი რომ ბიზნესად აქციეს და ადამიანებს პრუტყვებივით ყიდიან ოფიციალურად!
გგგ
02:16 12-03-2024
0
ეს კაცი სომეხს არ ჰგავს?
!!!!!!
10:06 11-03-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული