"ინტერი" - "ნაპოლი" ფეხბურთს სანაკრებო პაუზაზე უშვებს - ვგულშემატკივრობთ ლეგიონერებს!..

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების უმნიშვნელოვანესი მატჩები მოახლოვდა და მანამდე, ბოლო უქმეებზე, ქართველი ლეგიონერების შეხვედრებს უფრო მეტი ყურადღებითა და სიფრთხილით ვაკვირდებით. ჩვენებურებს უვნებელ და წარმატებულ შაბათ-კვირას ვუსურვებთ!.. ცენტრალური შეხვედრა მილანში ჩატარდება, სადაც "ინტერი" ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლის" უმასპინძლებს. ეს დაპირისპირება, ფაქტობრივად, ევროპულ საკლუბო ფეხბურთს სანაკრებო პაუზაზე გაუშვებს - დღეს, 17 მარტს, თბილისის დროით 23:45 საათზე.

იტალიური კლუბები ჩემპიონთა ლიგას გამოემშვიდობნენ და აქ კრიზისი, რაც ამ ტურნირზე წარუმატებულ ასპარეზობას უკავშირდება, გრძელდება. სიმონე ინძაგის "ინტერისგან" მეტს ელოდნენ, მაგრამ ასე არ გამოვიდა. დიეგო სიმეონეს "ატლეტიკოსთან" მილანელთა მწვრთნელის
გადაწყვეტილება, რაც მცველების ნაადრევ შეცვლას უკავშირდებოდა, მკაცრად გააკრიტიკეს.

საშინელ ხასიათზეა სერია "ა"-ში 23 გოლის ავტორი ლაუტარო მარტინესი, რომელიც გამოუყენებელი თერთმეტმეტრიანის დროს აშკარად ნერვიულობდა...

ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონატში ზედიზედ სამ მატჩში გაიტანა და უკვე 10 გოლი (4 საგოლე პასთან ერთად) აქვს. "კვარა" კარში ყველაზე ხშირად (35) ურტყამს.

"ინტერი" და "ნაპოლი" ერთმანეთს ბოლოს ცოტა ხნის წინ, სუპერთასის ფინალში შეხვდნენ, სადაც მილანელებმა (1:0) იმარჯვეს. პირველ წრეში "მარადონაზე" მასპინძელთა უშანსო მარცხი (0:3) ვიხილეთ. "ჯუზეპე მეაცაზე" ნეაპოლელებმა გასულ სეზონში ასევე გატანის გარეშე (0:1) წააგეს.

"ინტერის" მარცხისა და ხასიათის გაფუჭების შემდეგ კალცონას გუნდის შანსები უფრო ამაღლდა. პარალელურად, სლოვაკეთის ნაკრების მწვრთნელს იტალიურ ასპარეზზე არ წაუგია და იმედი აქვს, ამ სერიას გააგრძელებს. ჩემპიონთა ლიგაზე ფიქრი უკვე ოცნებას ჰგავს, რომელიმე ევროტურნირზე გასვლა კი უფრო რეალურია...

შეხვედრას 40 წლის ფედერიკო ლა პენა განსჯის, რომელიც ბოლო პერიოდში ნეაპოლელთა ორ მატჩს მოემსახურა - "ფიორენტინასთან" სუპერთასზე (3:0) მოგებულსა და "რომასთან" ჩემპიონატზე (0:2) წაგებულს.

რითი დაგვამახსოვრდა ეს უკანასკნელი დაპირისპირება? არბიტრმა მოედნიდან პოლიტანო და ოსიმენი გააძევა. იმედია, ახლა სხვა ხასიათის მატჩს ვიხილავთ!..

altყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი - კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა, მაგრამ ჯერ კიდევ პირველია

მკითხველის კომენტარები / 35 /
ამ თამაში,ერთადერთი სურვილი მაქვს;-კვარამ მშვიდობიანად ჩაამთავროს მატჩი.ოსიმენი ან ითამაშებს,ან ვერა.თუ ითამაშა,სრული ძალით რომ ვერ ირჯება,კი ვნახეთ.ასე რომ მთელი დაცვა,ძირითადად,კვარას ნეიტრალიზებაზე იქნება კონცენტრირებული.ინტერი კი,მეტოქის ფეხბურთელებს არ ინდობს.ის დიდი დინამოც კი,მნიშვნელოვანი საერთაშორისო თამაშების წინა ტურში,თავს უფრთხილდებოდა ხოლმე და მეტოქეებს,ხშირად ქულებს ატანდა,ოღონდ საკვანძო ფეხბურთელებს ტრავმა არ მიეღოთ.ხვიჩასათვის მთავარი მატჩები,საქართველოს ნაკრებშია(უფრო სწორედ,მატჩი,რომელსაც დიდი იმედია,რომ ვითამაშებთ),ამის მერე კი,უკვე ნეაპოლშიც ექნება საშუალება,უშიშრად გამოავლინოს თავი.ისე,ინტერი ნამდვილად არ მგონია ის გუნდი,რომელიც ერთი,თუნდაც დიდი წარუმატებლობის შემდეგ,დაძმარდეს და დღეისათვის მასზედ საგრძნობლად სუსტ ნაპოლის ვერ მოუგოს.მაინც მგონია,უფრო მეტი გააფთრებით შეუტევენ ნაპოლის,რათა ყველას დაუმტკიცონ,რომ ყველაფერი წესრიგში აქვთ.
სოსო
11:43 16-03-2024
2
ნაპოლის და კვარას ერთი კაი თამაში აქვს ჩასატარებელი იმედია ეს თამაში იქნება დუბლი კვარა დუბლი
saoxhe
10:46 17-03-2024
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული