"ლაციოს" მწვრთნელი იგორ ტუდორი გახდება, - იტყობინება რომაული კლუბის საიტი.
"ლაციომ" აეროპორტში 45 წლის ხორვატი სპეციალისტის სურათი გამოაქვეყნა, რომელსაც ხელში გუნდის შარფი უჭირავს და წარწერაც დაურთო: "კეთილი იყოს თქვენი მობრძანება".
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტუდორს კონტრაქტს 2025 წლის ზაფხულამდე ერთი წლის გაგრძელების პერსპექტივით გაუფორმებენ.
შეგახსენებთ, "ლაციოს" მწვრთნელი მაურიციო სარი 13 მარტს გადადგა. გუნდი ამჟამად სერია A-ში მე-9 ადგილზეა.