57 წლის ასაკში "ფიორენტინას" გენერალური დირექტორი ჯო ბარონე გარდაიცვალა, - ამის შესახებ ფლორენციული კლუბი იტყობინება.
ბარონემ 17 მარტს თავი შეუძლოდ იგრძნო, "სან-რაფაელეს" საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ბარონე "ფიორენტინას" გენერალური დირექტორი 2019 წლიდან იყო.