"ინტერი" "ბაიერნიდან" კიმ მინ ჯეს გადაბირებას შეეცდება

AutoSharing Option
"გაძეტა დელო სპორტის" ცნობით, "ინტერი" "ბაიერნის" მცველით კიმ მინ ჯეთი დაინტერესდა.

გამოცემის მტკიცებით, თუ "ნერაძურიმ" ფრანჩესკო აჩერბი გაყიდა, სტეფან დე ვრეის არასტაბილური თამაშის გამო, ცენტრალური მცველის პოზიციის გაძლიერება დასჭირდება.

მილანური კლუბი კიმ მინ ჯეს ჯერ კიდევ "ფენერბაჰჩეში" ასპარეზობის პერიოდიდან აკვირდება, თუმცა "ბაიერნი" სავარაუდოდ გაყიდვაზე არა, მაგრამ შეიძლება იჯარაზე დათანხმდეს.

აგრეთვე განიხილება კრის სმოლინგის (რომა) და კონსტანტინოს მავროპანოსის (ვესტ ჰემი) კანდიდატურები.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ფენებახჩედან ვინც აკვირდებოდა იმან კიდევაც გამოიყენა საჩემპიონო სეზონში და შემდეგ ერთი 30 მილიონიც იხეირა მისი ტრანსფერით თქვენ კი გააგრძელეთ დაკვივრება რაიცი იქნებადა მოგეწონოთ.
გიორგი
13:19 23-03-2024
0

სიახლეები პოპულარული