კონტემ "ნაპოლის" ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადა - პირობები ცნობილია

AutoSharing Option
Rai Sport-ის სატრანსფერო ექსპერტის ჩირო ვენერატოს მტკიცებით, 54 წლის ანტონიო კონტე მზადაა "ნაპოლი" ჩაიბაროს და კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისთან კონტრაქტის ყველა დეტალი შეათანხმა.

კონტეს სამწლიან ხელშეკრულებას გაუფორმებენ, მისი სეზონური გასამრჯელო კი 6.5 მილიონი ევრო იქნება. მან სამწვრთნელო შტაბის სრულად თავისი კადრებით დაკომპლექტება და გუნდის საქმეებში ჩაურევლობა მოითხოვა.

კონტე მიიჩნევს, რომ გუნდს კარგი შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ რამდენიმე მიზანმიმართული შენაძენი სჭირდებათ, პირველ რიგში აუცილებელია ფეხბურთელების ფსოქოლოგიურ მდგომარეობაზე მუშაობა და დარწმუნებულია, რომ "ნაპოლის" წამყვან პოზიციებზე დაბრუნება შეუძლია.

მკითხველის კომენტარები / 5 /
უმაგრესი მწვრთნელია!
მანფრედ კალცი
10:01 27-04-2024
3
თუ ეს სიმართლეა,ესე იგი ძალიან შეშინებულა,დე ლაურენტისი!კონტეს ფეხბურთი,რადიკალურად განსხვავებულია ნაპოლის სათამაშო სტილისაგან და გუნდში დიდი გარდაქმნები ჩატარდება.რამდენად შეძლებს დე ლაურენტისი,მწვრთნელის საქმეებში ჩაურევლობას,ეს კიდევ სხვა საკითხია.მათი ხანგრძლივი თანამშრომლობა,ძნელად წარმომიდგენია.
სოსო
08:45 27-04-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული