Mundo Deportivo-ს ცნობით, ხავიმ კვარაცხელიას შეძენა მოითხოვა - ნეაპოლში შეშფოთდნენ

AutoSharing Option
მწვრთნელი ხავი "ბარსელონაში" დარჩენაზე იმ პირობით დათანხმდა, თუ შემადგენლობას გააძლიერებენ და როგორც "მუნდო დეპორტივო" იტყობინება, "ნაპოლის" გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას დამატება მოითხოვა.

გამოცემის ცნობით, ხავის ძალიან მოსწონს ქართველის თამაში და ტრანსფერის სასწრაფოდ განხორციელება სურს.

ამ ინფორმაციამ ნეაპოლური გამოცემები შეაშფოთა და ყველა აღნიშნავს, რომ ხვიჩა გასული სეზონის მსგავსად ვერ თამაშობს, მაგრამ სხვებისგან განსხვავებით იმედგამაცრუებელი არაა და მისადმი ინტერესი ბუნებრივია.

areanapoli წერს, რომ "კვარამ" ორ წელიწადში "ნაპოლიში" თავისი ტალანტი წარმოაჩინა და "ბარსელონას" ინტერესი მის მიმართ განსაკუთრებით უკანასკნელ დღეებში გაიზარდა.

tuttonapoli აღნიშნავს, რომ ხვიჩათი
"ბარსას" დაინტერესების მიუხედავად, "ნაპოლი" ფეხბურთელთან კონტრაქტის გაგრძელებას იმედოვნებს და მოვლენების განვითარებას უნდა დაველოდოთ.

მკითხველის კომენტარები / 35 /
რატომაც არა? სწორედაც უნდა წავიდეს ბარსაში, მისი სტილი ბარსას ფილოსოფიისთვის ზედგამოჭრილია და აუცილებლად მიაღწევს დიდ 2არმატებას. რაც შეეხება იმ ხალხს, რომლებიც ხვიჩას აკრიტიკებენ და ერთ ჩვეულებრივ, საშუალო დონის ფეხბურთელად თვლიან, ისინი ხვიჩას რუბინში ყოფნის პერიოდიდან მოყოლებული აკრიტიკებენ, მაშინაც, მეორე სეზონი რომ ჩაუვარდა რუბინს, რას არ წერდნენ ხვიჩაზე, ლამის მისთვის მიეწერათ რუბინის ჩავარდნა. მაგრამ საბედნიეროდ ხვიჩა ამ ყველაფერზე მაღლა დგას და აჩვენა კიდეც საკუთარი კლასი ნაპოლიში გადასვლისთანავე, პირველივე მატჩში დუბლი გაიფორმა, თან რა თამაშის ფონზე?! და ყველას ენს ჩააგდებინა. სამწუხაროდ, შორს არ წასულან და ჩასაფრებულები ელოდნენ მის წაფორხილებას და გაიხარეს ნაპოლ8ს რომ მძიმე სეზონი დაუდგა, დაიწყეს ისევ და ისევ ხვიჩასთვის გუნდიდ ჩავარდნის მიკერება ამ უნამუსო ნაძირლებმა. მაგრამ, საბედნიეროდ, საფეხბურთო სამყარომ, მათ, ვინც აკვირდება და სწავლ9ბს ტოპფეხბურთელების ცხოვრებას და სტატისტიკას, ძალიან კარგად იციან ხვიჩას შ3საძლებლობების შესახებ და გამუდმებით აქვეყნებენ მის შ3სახებ მასალებს. მათი ინფორმაციით, ხვიჩას მიმდინარე სეზონში, არათუ გაუარესებული, პირიქით, შარშანდელთან შედარებით უკეთესი სტატისტიკაც კი აქვს.ადიდასის სახეც კი გახდა ბიჭი და ეს ჩასაფრებული გოიმები, ასეთი კშკაშა ფონის მიუხედავად მაინც აკრიტიკებენ, რაც სწორედ ამ გოიმობის აშკარა გამოხატულებაა! მიდი ხვიჩა, მიაწექი შენს საქმეს ბიძიკო, შეუდარებელი გვყავხარ და წინ დიდი წარმატებები გელის!
გგგ
00:02 05-05-2024
0
მოდი შევადაროთ ლა ლიგაში მე-3 ადგილზე მყოფი ბარსელონას ფეხბურთელების შედეგიანობა სერია A-ში მე-8 ადგილზე მყოფი ნაპოლის ხვიჩას შედეგიანობასთან.
გოლს+ პასსი
1.ლევანდოვსკი 21
2. ხვიჩა 16
3. რაფინია 13
4. გუდოგანი 11
5. ფელიქსი 10
6. ტორსი 9
7. იამალი 7
ამიტომაც არის ჩავი დაინტერესებული ხვიჩათი. მიუხედავად იმისა, რომ ნაპოლი არეულობაშია, ხვიჩა გოლებს და პასებს ქმნის ისეთივე სიშირიტ, როგორც გასულ სეზონში.
რობი
23:25 27-04-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული