"ეს ჩემი შეცდომა იყო" - მოურინიო პორტუგალიისთვის უარის თქმას ნანობს

AutoSharing Option
ლეგენდარულმა პორტუგალიელმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ "რომაში" დარჩენასა და პორტუგალიის ნაკრებისთვის უარის თქმას ნანობს.

"სამშობლოდან მირეკავდნენ და პორტუგალიის ნაკრების ჩაბარებას მთავაზობდნენ. ვფიქრობ, შეცდომა დავუშვი, როდესაც "რომაში" დარჩენა ვარჩიე", - ციტირებს ჟოზეს EA Sports Korea.

პორტუგალიის ნაკრები ახალ დამრიგებელს 2023 წლის დასაწყისში ფერნანდო სანტუშის დათხოვნის შემდეგ ეძებდა, მაგრამ მისი ადგილი რობერტო მარტინესმა დაიკავა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული