კონტეს პრეზენტაცია თეატრში ჩატარდება - დე ლაურენტისი სამზადისშია

AutoSharing Option
ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო თავისი "ტვიტერით" იტყობინება, რომ ანტონიო კონტე "ნაპოლის" მალე ჩაიბარებს.

რომანოს ცნობით, კონტემ "ნაპოლის" პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისთან ყველა დეტალზე შეთანხმებას მიაღწია და კონტრაქტს 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმებს. ყველა დოკუმენტი ხელმოსაწერად უკვე გამზადებულია.

კონტეს სეზონური გასამრჯელო 7-8 მილიონი ევრო პლუს ბონუსები იქნება და ის ტრანსფერებზე 230 მილიონ ევროს მიიღებს. ახლა მან უნდა გადაწყვიტოს, განხორციელდეს თუ არა პსჟ-ში ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი და თუ ქართველს გაასხვისებს, მიღებული თანხით ვის დაიმატებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კონტე კვარაცხელიას გაშვების წინააღმდეგია და ახალი გუნდის
მის გარშემო აშენებას აპირებს. 51 წლის სპეციალისტი აგრეთვე ჯოვანი დი ლორენცოს დატოვებას მოითხოვს.

დე ლაურენტისი კონტეს პრეზენტაციას ნეაპოლის სან კარლოს თეატრში მოაწყობს - სამზადისი დაწყებულია.

altპსჟ-მა "ნაპოლის" კვარაცხელიაში უკვე 110 მილიონი შესთავაზა - დე ლაურენტისი მეტს ითხოვს

altCIES-ის სია - რომელ ადგილს იკავებს ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელებში?

altცნობილია, რა თანხას გამოუყოფს დე ლაურენტისი კონტეს ტრანსფერებისთვის

alt"მოეწონება თუ არა ხვიჩა კონტეს?"- იტალიელი მწვრთნელის მეგობარმა ქართველზე ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 3 /
საფრანგეთის ჩემპიონატი გაცილებით სუსტია, ვიდრე იტალიის, ამიტომ ზრდის თვალსაზრისით ნაპოლი ჯობია, მით უმეტეს თუ ხვიჩა საკვანძო ფიგურა იქნება. ამიტომ იქნებ ჯობდეს დარჩენა ერთი წლით მაინც.
ჟორა გაბრიჭიძე
00:45 01-06-2024
2
კაცი რომ ერთხელ გადაგაგდებს, ის ყოველთვის გადაგაგდებს, _ ლაურენტისთან მუშაობა შეუძლებელია, ასეთი ბუნებისაა, კაპიკებს დაგითვლის და მონათმფლობელივით პურსა და წყალზე გამუშავებს. ასე დიდი გუნდი არ შენდება და ხვიჩას ზრდა არ ექნება.
გია
01:43 01-06-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული