"ნაპოლის" ახალმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ თავდამსხმელ რომელუ ლუკაკუს კიდევ ერთხელ დაურეკა და თავის გუნდში გადასვლა შესთავაზა, მაგრამ "ჩელსი" მისი ისევ იჯარით გაშვებას არ აპირებს და ტრანსფერში 38 მილიონ ევროს ითხოვს. თუმცა "ნაპოლის" შეიძლება ბელგიელის სამსახური სულაც არ დასჭირდეს.
საქმე ისაა, რომ ვიქტორ ოსიმენის 130 მილიონად გამოსყიდვას არავინ არ აპირებს. Areanapoli-ს ცნობით, ნიგერიელი შვებულებაში ძალიან ცუდ ხასიათზე მყოფი გავიდა:
"ვიქტორის სიტუაცია დღითი დღე სულ უფრო და უფრო საგანგაშო ხდება, რამეთუ წინადადებით არავის მიუმართავს. როგორც ჩანს, პსჟ-ს ის მეტად აღარ აინტერესებს, ვინაიდან
მათთვის პრიორიტეტული ხვიჩა კვარაცხელიაა. სამშობლოში ხშირად გამგზავრებისას უკან თითქმის ყოველთვის გარკვეული ფიზიკური პრობლემებით ბრუნდებოდა და ყოველ სეზონში მიღებული ტრავმები შედეგებზე აისახა.
ახლახან განაწყენებულმა "ინსტაგრამზე" პოსტი გამოაქვეყნა: "აღიარებისთვის არასოდეს არ ვიბრძოდი. ამას თავის გადასარჩენად და წარმატებისათვის ვაკეთებდი. საუკეთესო, რაც შემიძლია გირჩიოთ - დარწმუნდით, რომ გაქვთ თქვენი გზა და მუდამ აკეთეთ ის, რაც თქვენთვის საუკეთესოა. გულცივ სამყაროში ვცხოვრობთ. ოჯახი უკვე ოჯახი არ არის და მეგობრებიც უკვე მეგობრები არ არიან. ასე რომ, იარეთ საკუთარი გზით და ილოცეთ, რათა არ მოხვდეთ ისეთ ვითარებაში, როდესაც ვიღაცაზე იქნებით დამოკიდებული. ხალხი ისევ და ისევ დაგაღალატებთ, თუმცა რწმენა არ უნდა დაკარგოთ".