ზირკზე "მილანთან" ძალიან ახლოს - ნიდერლანდელი სავარაუდოდ, "როსონერის" ფორმას მოირგებს

AutoSharing Option
იტალიური პრესის ინფორმაციით, "ბოლონიას" 23 წლის ნიდერლანდელი ფორვარდი ჯოშუა ზირკზე კარიერას "მილანში" განაგრძობს.

"როსონერმა" 40 მილიონი ევროს გადახდაზე თანხმობა განაცხადა. ეს ის თანხაა, რომელიც ახალგაზრდა შემტევის გამოსასყიდად იყო საჭირო.

ზირკზე "ლომბარდიელებთან" კონტრაქტს 2029 წლამდე გააფორმებს და სეზონურად 5 მილიონ ევროს მიიღებს.

მან გასულ სეზონში სერია A-ში "ბოლონიას" ფორმა 34 შეხვედრაში მოირგო და 11 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
და კვარას 1 მილიონი ხელფასი და ამას 5 იიიი?
გაბო
08:54 10-06-2024
1
კუმანმა კი ამას უნიჭო ბრობი,ლუზერი დეპაი,ქაჯი ვიეგჰორსტი და სადღაც არაბეთში გადაღრძუებული მოხუცი ვეინალდუმი ამჯობინა.
Master
18:03 09-06-2024
0

სიახლეები პოპულარული