ოსიმენის მყიდველი არავინაა და აგენტი დარჩენას ურჩევს

AutoSharing Option
საფეხბურთო აგენტმა ვინჩენცო მორაბიტომ "ნაპოლის" თავდამსხმელ ვიქტორ ოსიმენსა და გუნდის მეკარეებზე ისაუბრა:

"როგორც ჩანს, ამ მომენტისთვის არცერთი ევროპული კლუბი არ აპირებს ვიქტორ ოსიმენის 130 მილიონად გამოსყიდვას და შეიძლება საუდის არაბეთში მოუწიოს გადაბარგება. ევროპელები დაახლოებით 80 მილიონი ევროს გადასახდელად არიან მზად, მაგრამ ვფიქრობ, "ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ნიგერიელს ამ ფასად ვერ შეელევა. ვიქტორის ადგილზე არსადაც არ წავიდოდი. ის ახალი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით პროგრესს განიცდის.

ალექს მერეტს, ცოტა არ იყოს, სკეპტიკურად ვუყურებ. კონტესთვის მეკარე მნიშვნელოვანია და არ გამიკვირდება, თუ ორ
მეკარეს დაიმატებს - ძირითადს და სათადარიგოს".

მკითხველის კომენტარები / 5 /
რაღაც უხერხემლო აგენტია ეს ჯუღელი.რაც არ უნდა თქვას,ჩვენ ვმსჯელობთ ფაქტებით.ფაქტი კი ისაა,რომ ორი სეზონის მანძილზე ხვიჩა უსევ ყველაზე დაბალხელფასიან ფეხბურთელად დატოვა ნაპოლიში.კაპიკი ვერ მოამატებინა ლაურენტისს.სხვა გუნდებთანაც ვერ მიჰყავს მოლაპარაკებები სათანადოდ,რადგან რეალური ჯერ არაფერი ჩანს.ეტყობა აშკარად,რომ არაა საევროპო დონე.ვერც შეედრება ოსიმენის აგენტს,რომელმაც უმაღლესი ხელფასი უჩალიჩა ვიქტორს წუწურაქი ლაურენტისის ხელში.ხვიჩა გამოფხიზლდი,ორი წელია კაპიკებზე გარბენინებს ეს კაცი.
მირო
16:57 15-06-2024
1
ჯუღელმა რომ თქვა ამაზე არაბების გარდა არავინ იყიდისო ჯუღელი აზრზე არ არის რეებს იძახისო და კი აღმოჩნდა ჩვენი მამუკა მართალი.
Korsava
18:03 14-06-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული