ოსიმენის მყიდველი არავინაა და აგენტი დარჩენას ურჩევს

AutoSharing Option
საფეხბურთო აგენტმა ვინჩენცო მორაბიტომ "ნაპოლის" თავდამსხმელ ვიქტორ ოსიმენსა და გუნდის მეკარეებზე ისაუბრა:

"როგორც ჩანს, ამ მომენტისთვის არცერთი ევროპული კლუბი არ აპირებს ვიქტორ ოსიმენის 130 მილიონად გამოსყიდვას და შეიძლება საუდის არაბეთში მოუწიოს გადაბარგება. ევროპელები დაახლოებით 80 მილიონი ევროს გადასახდელად არიან მზად, მაგრამ ვფიქრობ, "ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ნიგერიელს ამ ფასად ვერ შეელევა. ვიქტორის ადგილზე არსადაც არ წავიდოდი. ის ახალი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით პროგრესს განიცდის.

ალექს მერეტს, ცოტა არ იყოს, სკეპტიკურად ვუყურებ. კონტესთვის მეკარე მნიშვნელოვანია და არ გამიკვირდება, თუ ორ
მეკარეს დაიმატებს - ძირითადს და სათადარიგოს".

მკითხველის კომენტარები / 5 /
ეს ყველაფერი უკვე ყველანაირ ზღვარს ცილდება მკითხველის ასე მასხრად აგდება რა არავის უნდა მილიონი კლუბის ვარიანტს არ წერდით? ამიტომ უნდა დაანებოტ ჭორებს თავი ოფიციალურად რომ იქნება ინფორმაცია მერე გაგვაგებინეთ თქვენთვისაც უკეტესი იქნება და ჩვენტვისაც
ნოდო
22:50 13-06-2024
4
ჯუღელმა რომ თქვა ამაზე არაბების გარდა არავინ იყიდისო ჯუღელი აზრზე არ არის რეებს იძახისო და კი აღმოჩნდა ჩვენი მამუკა მართალი.
Korsava
18:03 14-06-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული