თავდამსხმელ ვიქტორ ოსიმენს პრემიერლიგაში გადასვლა სურდა, მაგრამ 130 მილიონ ევროდ მის გამოსყიდვას არავინ აპირებს, პსჟ-ს შეთავაზების იმედზეა, რომელიც არ ჩქარობს და ფეხბურთელი ნერვიულობს.
თავის მხრივ, ოსიმენის გაყიდვა აურელიო დე ლაურენტისს ეჩქარება, რადგან წელიწადში 10 მილიონი უნდა გადაუხადოს ფეხბურთელს, რომელიც ჩემოდნებზე ზის. SportMediaset-ის ცნობით, დე ლაურენტისი კარგი წინადადების მოლოდინშია, ამასობაში კი ნიგერიელი ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით ვარჯიშობს, თანაც ფრთხილობს, რომ ტრავმა არ მიიღოს და ამიტომ თავს უფრთხილდება. მიზეზი გასაგებია - "პარი სენ ჟერმენის" პრეზიდენტმა ნასერ ალ-ჰელაიფიმ შეიძლება კარგი შეთავაზება გაუკეთოს, მაგრამ როდესაც
გაიგებს, რომ დაშავებულია, ტრანსფერის განხორციელებაზე შეიძლება ხელი აიღოს.
თუმცა, საქმეს ისეთი პირი უჩანს, პარიზული კლუბის მფლობელი "ოსის" გადაბირებაზე ნაკლებად ფიქრობს, მოთამაშეს მხოლოდ "ალ ჰილალის" ვარიანტი რჩება და ხვიჩა კვარაცხელიას აგენტის, მამუკა ჯუღელის წინასწარმეტყველება ვიქტორის საუდის არაბეთში გადაბარგების შესახებ გამართლდება.
Ტიპი 24 საათი აქ ზიხარ და ყველაფერზე კომენტარს აკეთებ და ის არ იცი რო დე ლავრენტისი კი არა დე ლავრენტია